Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველაზე ეგზოტიკური ლუდები

ალაო, სვია და წყალი - ეს ხომ ლუდის ყველაზე ბანალური რეცეპტია. რას იტყვით კანაფისაგან ან მდოგვისგან, ან თუნდაც პიცის ყუისგან მოხარშულ ლუდზე? ჩვენ ლუდის ყველაზე საოცარი ინგრედიენტებისა და სახეობების შესახებ გიამბობთ. 
ხილის ლუდი არც ისე უცნაური სასმელია, თუმცა უჩვეულო კი ნამდვილად არის. მაგალითად, Sprecher Mbege Ale-ს ბანანისაგან ხარშავენ. ზოგადად, ხილის ლუდები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით წარმატებით კი აფრიკლეთათვის საყვარელი ბანანის ლუდი იყიდება. 
Sprecher Mbege Ale გაუფილტრავი ლუდია და ის ვისკონსინში, კომპანია Sprecher Brewing Company-ში იხარშება. ამ სასმელს ყვითელი ფერი აქვს, სიმაგრე კი – 7 გრადუსი. 
ლუდი Cannabia იმით არის უნიკალური, რომ კანაფისაგან მზადდება. ამ ლუდს კომპანია Dupetit -ში ასხამენ და ჩვეულებრივი პილზნერის ტიპის ლუდივით იხარშება. თუმცა გარკვეულ მომენტში მას ორგანულ კანაფსა და ორგანულ შაქარს უმატებენ. 
ბელგიურ ლუდს Browerij Smisje Wostyntje Mustard Ale საინტერესო შემადგენლობა აქვს: ქერის ალაოს, შაქარსა და მდოგვის მარცვლებს შეიცავს. სასმელს შვიდგრადუსიანი სიმაგრე აქვს და მდოგვის დამახასიათებელი გემო დაჰკრავს. 
მელუდე სტიუარტ ჰოუმ სახელი ლუდის უცხო სახეობების წარმოებით გაითქვა. მისი ერთ-ერთი აღმოჩენა კარის (ინდური სანელებელია) ლუდია. როგორც მელუდემ განაცხადა, ლუდი და ეს აღმოსავლური სანელებელი მას ძალიან დიდი ხნის წინ ერთდროულად შეუყვარდა. კარი უფრო ამძაფრებს ლუდის არომატს, რომელსაც სასმელს სვია აძლევს, – ამბობს ბატონი ჰოუ. ის ლუდს აგრეთვე ჩილის, კოჭას (ჯანჯაფილს), ქინძს, კვლიავს, ილსა და ცერეცოს უმატებს. 
სახელწოდება Mamma Mia's Pizza Beer თავად გვკარნახობს, რისგან არის ეს ლუდი დამზადებული. ლუდს ხარშვისას პამიდვრის, ორეგანოს (თავშავას), ბაზილიკისა და ნივრისაგან მომზადებულ პიცა “მარგარიტას” უმატებენ. პიცის ნაჭრებს ლუდში უშვებენ და მერე ისევ უკან იღებენ, ზუსტად ისე, როგორც ადუღებულ წყალში ჩაის პაკეტს ვდებთ და ვიღებთ. “პიცა-ლუდის” მოსახარშად დაახლოებით 2 კვირაა საჭირო. 
კომპანიამ Porterhouse Brewing Company ხამანწკების არომატიანი ლუდი Oyster Stout გამოუშვა. ლუდის დადუღებისათვის განკუთვნილ როფებში ნედლ მოლუსკებს ყრიან, რაც სასმელს განსაკუთრებულ არომატს ჰმატებს. ამ გზით დამზადებული ლუდი სრულყოფილად დაბალანსებული და რბილი, თუმცა ვეგეტარიანელთათვის მაინც მიუღებელია. 
კომპანია Lost Abbey  ყოველ შობაზე ხარშავს “ღვთიურ” ლუდს Gift of the Magi, რაც ითარგმნება, როგორც “მოგვების საჩუქარი”. მწარმოებლები ამით კიდევ ერთხელ გვახსენებენ სახარებისეულ ამბავს, როდესაც მოგვებმა ყრმა იესოს ძღვენი მიართვეს.  
ამ “წმინდა” ლუდის ინგრედიენტებს ემატება საკმეველი (გუნდრუკი) და მური. უნდა აღვნიშნოთ, რომ მურს უწინ ღვინისთვისაც იყენებდნენ და სწორედ ამიტომ Lost Abbey -ს ამ პროდუქტს დეგუსტატორები ღვინოს ადარებენ. 
ორეგონის შტატში კი საოცარი რამ მოიფიქრეს – ლუდი მოხარშეს იმ საფუვრით, რომელიც აღმოაჩინეს... ადამიანის წვერში! საფუვრიანი წვერი კი მელუდე ჯონ მაიერს აქვს, რომელიც დღემდე Rogue Ales Brewery Company-ში მუშაობს. ერთხელ ლუდსახარშის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გართობის მიზნით მაიერის წვერი, რომელიც 1978 წლიდან არ გაუკრიჭავს, ლაბორატორიაში წაიღო. წვერში აღმოჩნდა საფუარი, რომელიც მელუდეებმა ლუდის მოსახარშად გამოიყენეს. “სინამდვილეში თქვენ წვერის ლუდს კი არ სვამთ”- განმარტავს კომპანიის პრეზიდენტი ბდეტ ჯოისი – “არამედ სვამთ ლუდს, რომლისთვისაც საფუარი ადამიანის წვერიდან ავიღეთ”. 
ალბათ ყველას გსმენიათ ყავა “კოპი ლუვაკის” შესახებ. ეს ეგზოტიკური და უძვირფასესი ყავა იმ მარცვლებისაგან მზადდება, რომელიც პატარა მღრღნელის -  მუსანგის გადამუშავების პროდუქტია. ნორვეგიული ლუდსახარში Mikkeller სწორედ ამ ნახევრად გადამუშავებულ ყავის მარცვლებს იყენებს და ესპრესოს არომატით გამდიდრებულ, 10,9%-იანი სიმაგრის ლუდ  Imperial Oatmeal Stout-ს ხარშავს. 
ამ სტატიაში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ლუდი Rocky Mountain Oyster Stout. სასმლის უცნაურობა კი ის არის, რომ მას ხარის შემწვარი კვერცხები ემატება. ასეთი ლუდის მოხარშვის იდეა, თავდაპირველად, საპირველაპრილო ხუმრობა იყო.  
 
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული