Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მადონასა და Smirnoff-ის ერთობლივი პროექტი

ბრიტანულმა კომპანია Diageo-მ, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ალკოჰოლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და სხვა ბრენდებთან ერთად Smirnoff-საც ფლობს, ბაზარზე ახალი პროდუქტი წარადგინა. ლიმიტირებული რაოდენობის მაგარი ალკოჰოლური სასმელი პოპმომღერალ მადონას ახალი ალბომის – MDNA-ს გამოსვლის აღსანიშნავად ჩამოისხა. სასმელი წითელი ფერის ყუთშია მოთავსებული, თითოეულ მათგანში კი უნიკალური ვიპ-ბარათია კოდით, რომლის საშუალებითაც მყიდველი სოციალურ ქსელ ფეისბუკის სპეციალურ გვერდზე შესვლასა და მადონას ახალი ალბომიდან სიმღერების გადმოწერას შეძლებს. კომპანია Diageo-ს დასავლეთ ევროპის მარკეტინგის დეპარტამენტის მმართველის – საიმონ ბრეკონის თქმით, წითელი შეფუთვა და ვიპ-ბარათი კლიენტების მოსაზიდად გამიზნული მარკეტინგული ილეთია. გარდა ამისა, სასმლის ამ სერიას აქტიური და მასშტაბური სარეკლამო კამპანიაც ახლავს და იმედოვნებენ, რომ მთლიანი პარტია – 245 ათასი ბოთლი – უპრობლემოდ გაიყიდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული