Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დედაქალაქში ყურძნის ბაზრობის საკითხისათვის

გიორგი ბარისაშვილი

რთველი - 2015 შეიძლება ითქვას, რომ კარსაა მომდგარი. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მომხდარი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ჩვენ, „მარნის“ მეშვეობით წესისამებრ წლის ბოლოსათვის შემოგთვაზებთ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მომხდარ ერთგვარ შეჯამებას, ხოლო მანამდე კი ერთს მეტად მტკივნეულ საკითხზე შევაჩერებთ თქვენ ყურადღებას. ამავე საკითხზე ჩვენ უკვე არაერთხელ აღგვინიშნავს სხვადასხვა დროს. საქმე ეხება ჩვენს დედაქალაქში ყურძნის ბაზრობის მოწყობის საკითხს. 

საქმე ის გახლავთ, რომ ვაზისა და ღვინის აკვნის სტატუსის მქონე ქვეყნისათვის ყურძნის, თუნდაც ელემენტარულად მოწყობილი ბაზრობის არარსებობა სამარცხვინოა! არადა ყურძნის ბაზრობების ამსახველ ძველ ფოტოებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ეს საკითხი მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებშიც კი ყოფილა საკმაოდ ეფექტურად მოგვარებული თბილისში, ქუთაისში, თუ სხვაგანაც. ქვეყნის ღვინის კულტურა არა მხოლოდ ეროვნულ მუზეუმში გამოფენილი ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული უძველესი ექსპონატებია, არამედ უმთვრესად ის რეალური სიტუაციაც, რაც მუზეუმს გარეთაა შექმნილი.

ცხადია ეს ყოველივე ერთ ადამიანზე არაა დამოკიდებული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დედაქალაქში, ან მის გარეუბანში მოეწყოს ყურძნის ბაზრობა, რაც გარკვეულწილად ღვინის ტურიზმის მხრივაც იქნება მეტ-ნაკლებად საინტერესო. თუმცა კი სწორედ აქ მივადექით ერთ დიდ პრობლემას და კონკრეტულად კი იმას, რომ ყურძნის ბაზრობას ძირითადი დატვირთვა რთველის დროს ექნება. რთველი კი მოგეხსენებათ წელიწადში მხოლოდ ერთჯერაა, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრი კი წელიწადში მინიმუმ ორჯერ იცვლება... ეტყობა სწორედ ამიტომაა, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეს ვერა და ვერ დაადგა საშველი.

მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ ყურძნის ბაზრობის საკითხს. ამჟამად თბილისში არ არსებობს ისეთი მუდმივი ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ყურძნის შეძენა. ამგვარი ადგილები გაბნეულია სხვადასხვა გარე ბაზრობებზე, სადაც უმთავრესად საშინელი ანტისანიტარია სუფევს. რიგ შემთხვევებში რეალური სურათი გლდანის ლეგენდარულ ნაგავსაყრელს მოგვაგონებს. ძნელი სათქმელია ვეღირსებით თუ არა ყურძნის ბაზრობას უახლოვეს წლებში და ვინ გააკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ სამომავლოდ მაინც, გვინდა რამდენიმე რეკომენდაცია მივაწოდოთ ამ საქმის მესვეურთ.

 მაშ ასე, დედაქალაქში ყურძნის ბაზრობა უნდა იყოს ერთ მუდმივ ადგილას. იგი უნდა იყოს სახურავსქვეშ მოქცეული და მას უნდა ჰქონდეს ღამის კარგი განათება. ყურძნის ბაზრობაზე უნდა ფუნქციონირებდეს მაღაზია, სადაც შესაძლებელი იქნება: ღვინისა და ყურძნის ჭურჭლის, მევენახეობა-მეღვინეობის ინვენტარის, ჭაჭის არყის გამოსახდელი ქვაბების, ვაზის მავნებელ-დაავადებების პრეპარატებისა, თუ დარგობრივი ლიტერატურის შეძენა. აქვე შესაძლოა არსებობდეს საკონსულტაციო სამსახურიც. ამავე ადგილას სასურველია, თუ იქნება ლაბორატორიაც, სადაც მოხდება, როგორც ყურძნის შაქრიანობა-მჟავიანობის, ისე სხვა პარამეტრების განსაზღვრაც. ბაზრობაზე სატვირთო მანქანებისათვის მოწყობილი უნდა სასწორი. ბაზრობას უნდა ჰქონდეს სველი წერტილები და სხვ.

 დედაქალაქის ყურძნის ბაზრობის საკითხი, სადაც სარეალიზაციო ყურძნის ჩამოტანა მოხდება არა მხოლოდ კახეთიდან, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და თბილისის მერიამ ერთობლივად უნდა შეიმუშავონ. 2015 წელი დიდად სავარაუდოა და ამავდროულად სამწუხაროა, რომ ამ ბედნიერებას მოაკლდება, მაგრამ გვინდა ჩამოთვლილ ორგანოებს მივმართოთ თხოვნით, რომ შემდეგ წელს მაინც გამონახონ რესურსი ამ მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად. ამ ყოველივეზე კი ბევრი რამაა დამოკიდებული და ამა თუ იმ წლის რთველი წარმატებულად და სრულფასოვნად ვერანაირად ვერ ჩაითვლება, სანამ ჩვენს დედაქალაქში ყურძნის ბაზრობა არ იარსებებს. ამგვარი ბაზრობა მალევე გადაიქცევა დედაქალაქის ერთ-ერთ კოლორიტულ ადგილად, რომელსაც გარდა ყურძნის შეძენა-გაყიდვით დაინტერესებული ხალხისა, ბევრი სხვა მნახველი ეყოლება და მათ შორის უცხოელიც. დიდად სავარაუდოა, რომ ეს ადგილი არაერთ ქართულსა, თუ უცხოურ ფილმშიც იქნება გადაღებული... აქვე ის სამწუხარო ფაქტიც უნდა ვახსენოთ, რომ ის ამჟამინდელი უსახური და ბინძური ადგილები, სადაც გადამყიდველები ყურძნით ვაჭრობენ, უკვე არაერთ უცხოური ფილმშიც მოხვდა, რის გამოც ნამდვილად ვერა გვაქვს საქმე მთლად „ღვინისსააკვნედ“...

როგორც თავში აღვნიშნეთ, ქვეყნის ღვინის კულტურა შესაძლოა ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სტენდებიდან დაიწყოს, მაგრამ ის ამავე სტენდებზე არ უნდა დასრულდეს! წინ რთველი 2015-ია, თუმცა კი ყურძნის ბაზრობის გარეშე. ბარაქიან-ხვავიანი რთველი და შემოდგომა ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



მეგობრებო, როგორია თქვენი აზრი, სად შეიძლება მოეწყოს ყურძნის ბაზრობა? იქნებ დავასახელოთ ვარიანტები, შევარჩიოთ საუკეთესო და მოვთხოვოთ მერიას, რომ გადაწყვიტოს ეს საკითხი.


საუკეთესო ვერსიად მიმაჩნია, მაგალითად ღვინის ეროვნული სააგენტოს მმართველთან და ასევე მერიის, ღვინის კლუბისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად(სხვებიც) მოეწყოს შეხვედრა და ერთობლივად ვიმსჯელოდ ამაზე.


Savsebit Vetanxmebi Giorgis. Sirtsxvilia es sakitxi rom akamde ar aris gadatskvetili tu mogvarebuli. da ragats ragatseebze vdebt tavs da gvinis samshoblod movixseniebt chven tavs. tu mtavrobam kide ver gadadga satanado nabijebi da ver moagvara es sakitxi, mashin chven, visats guli shegvtkiva rom gvkondes standartebi im doneze rasats chveni gvino da vazi imsaxurebs, shevkribot tanxa, shevidinot teritoria da chvenive saxsrebit avashenot es bazroba. (saxeli bazroba tsota ar memeteba im adgilistvis sadats kurdeni da gvino gaikideba, saxelsats shevurchevt) chemi mxridan 20 adamians sul mtsire shevagroveb vints uangarod gaigebs tanxas am ketili sakmistvis. sotsialur kselsats movixmart da ase. shemdeg gadavtset Gvinis erovnul saagento ikneba tu sxva kartul gvinostan asotsirebuli organo da damertsumet rom kvela kmakopili darchebit. Kargi ikneba Giorgim ro itavos am sakmis sulis chaberva. Ketili Survilebit Saba Mtskhetadze

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული