გამოქვეყნებულია: 19 აპრილი, 2013 - 13:11
საჭირო მასალა: 1 ცალი ფორთოხალი, 900 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 100 მლ ფორთოხლის ლიქიორი, 4 ტოტი როზმარინი, 5 ს.კ. თაფლი.
მომზადება: ფორთოხალს მოვაჭრათ 4 თხელი ნაჭერი, ფრთხილად ავაცალოთ ცედრა ისე, რომ თეთრი რბილობი არ შეყვეს. დანარჩენი ფორთოხალი პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ღვინოში ავურიოთ ლიქიორი, ფორთოხლის ცედრა, როზმარინი და თაფლი. დავდგათ ცეცხლზე, დავახუროთ სახურავი და წამოვადუღოთ. ჩავაქროთ ცეცხლი და 20 წუთი თავდახურული გავაჩეროთ. ფორთოხლის ნაჭრები გადავანაწილოთ 4 ჭიქაში და დავასხათ მომზადებული სითხე.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი