Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამარხვო ტორტი

საჭირო მასალა: ცომისათვის – 2 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა თბილი წყალი, 1 ჭიქა რაფინირებული (სასურველია სიმინდის) ზეთი, 1/4 ჩ.კ. მარილი, 1 ჩ.კ. სოდა, 1 ს.კ. ძმარი. კრემისათვის – 600 გ შაქარი, 0.5 ჭიქა წყალი, 8 ს.კ. მანანის ბურღული, 1 ს.კ. სიმინდის ზეთი. მოსართავად – 1 ჭიქა დაფქული ნიგოზი.

მომზადება: ფქვილი, წყალი, ზეთი, ძმარში გახსნილი სოდა და მარილი შევურიოთ და მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ 4 ნაწილად, თითოეული თხლად გავაბრტყელოთ, დავფინოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და წინასწარ გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე ვაცხოთ. კრემისათვის 0,5 ჭიქა თბილ წყალში გავხსნათ შაქარი და ნელ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე. ჩავყაროთ მანანის ბურღული და მოვხარშოთ ფაფა. ფაფა გავთქვიფოთ მიქსერით სიმინდის ზეთთან ერთად. ზეთი შეგვიძლია შევცვალოთ ქოქოსის ცხიმით. შეგრილებული კრემი წავუსვათ ფენებს და ზემოდან ნიგოზი მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული