Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

გოჭი - ტაბაკა

მთელი, გამოშიგნული გოჭი კარგად გავრეცხოთ, მოვაცილოთ ჯირკვლები და ზედმეტი ქონი, გავჭრათ მთელ სიგრძეზე მკერდის მხარეს და ამოვატრიალოთ ფეხებით ზევით, ანუ მივცეთ ბრტყელი ფორმა. ნიორი და მარილი დავნაყოთ, დავამატოთ დანაყილი ქინძის თესლი და ორი-სამი სუფრის კოვზი ანადუღარი ცივი წყალი და გადავურიოთ. ეს მასა წავუსვათ გოჭს შიგნითა მხრიდან. გაზქურის ცხელ ოთხკუთხა ტაფაზე დავდოთ გოჭი ისე, რომ ბრტყლად და მჭიდროდ მიეკრას ტაფის ძირს. გარედან წავუსვათ კარაქი, შევდგათ ცხელ ქურაში და შევწვათ.

შეწვის პროცესში რამოდენიმეჯერ წავუსვათ კარაქი. იმისათვის, რომ გოჭი თანაბრად შეიწვას ყველა მხრიდან, ტაფა შემოვაბრუნოთ. გოჭი შემწვარია, თუ ჩაჩხვლეტისას ნემსი ადვილად შედის ხორცში, ხოლო გამოსული წვენი უფერულია.

შემწვარი გოჭი გადავიტანოთ სინზე, მოვრთოთ ოხრახუშის ფოთლებით და მივიტანოთ მაგიდასთან (მაგიდასთან შეიძლება მივიტანოთ დაჭრილიც). ცალკე მივიტანოთ ტყემლის, ბროწეულის, ნიგვზის ან სხვა საწებელი.

მასალა: 1 ც გოჭი, 100 გრ კარაქი, 3-4 კბილი ნიორი, ოხრახუში, ქინძის თესლი, მარილი - გემოვნებით.

© sharla IX

 

 



ძალიან გთხოვ გამოხვიდე ამ ''მარნიდან'' და მიხედო ''არილსაც''.

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123