Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინგლისური საშობაო პუდინგი

საჭირო მასალა: 175 გ კარაქი, 175 გ შაქარი, 3 კვერცხი, 175 გ ფქვილი, 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი, 1 ჩ. კ. დაფქული დარიჩინი, 75 გ ფინიკი, 75 გ ლეღვის ჩირი, 75 გ გარგარის ჩირი, 75 გ ნუში, 2 ს.კ. ფორთოხლის ცედრა, 2 ს.კ. დაკონსერვებული ალუბალი, 100 მლ ბრენდი, მარილი - გემოვნებით, კარაქი - ფორმაზე წასასმელად.

მომზადება: პუდინგის მომზადებამდე რამდენიმე დღით ადრე ლეღვის ჩირი ჩავალბოთ ბრენდში. შემდეგ ლეღვის ჩირი, ფინიკი და გარგარის ჩირი დავჭრათ და ავურიოთ ალუბალი და დაფქული ნუში. კარაქი გავთქვიფოთ ფორთოხლის ცედრასთან ერთად და ნელ-ნელა შევათქვიფოთ კვერცხი. ფქვილს ავურიოთ გამაფხვიერებელი, მარილი, დარიჩინი და ორივე მასა შევაერთოთ. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში, ზემოდან დავაფაროთ გამოსაცხობი ქაღალდი და ფოლგა. ღრმა ქვაბში ჩავასხათ წყალი, გავაცხელოთ, ჩავდგათ შიგ ფორმა ისე, რომ წყალი ნახევრამდე მოადგეს, ქვაბს დავახუროთ და დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ 4.5 საათი. დროდადრო ვამოწმოთ წყლის დონე და საჭიროების მიხედვით დავამატოთ ცხელი წყალი. მზა პუდინგი სუფრასთან მივიტანოთ ცხელი, ბრენდთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული