Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ქართველმა გამომგონებელმა სეტყვისაგან ვენახის დამცავი მექანიზმი შექმნა

სასიხარულოა, რომ საქართველოში მევენახეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევა-ძიება მაინც გრძელდება. ამის დასტურია, ცოტა ხნის წინ, გამომგონებელ გ. თოფურიას მიერ შექმნილი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ვენახების სეტყვისგან დაცვა გახდება შესაძლებელი.

ორიგინალური გამოგონების არსი მდგომარეობს შემდეგში: ვენახის მთელს მწკრივზე  მონტაჟდება ქოლგისმაგვარი გადასახური გასაშლელ-დასაკეცი მოწყობილობა. გადასახურავ მასალად გამოყენებულია სეტყვაგამძლე წვრილი ბადისებრი ქსოვილი. მოწყობილობის კონსტრუქცია შედგება რეზინისა და პლასტმასისი მილების ერთიანი სისტემით. საწყის მდგომარეობაში მოწყობილობა იმყოფება დაკეცილ მდომარეობაში. სეტყვის მოლოდინის დროს მილსადენთა ერთიან სისტემას მიეწოდება შეკუმშული ჰაერის ნაკადი, რის შედეგადაც მოწყობილობა იშლება და რამოდენიმე წუთის განმავლობაში ახდენს ვენახის მთლიაn გადახურვას. მოწყობილობის მუშაობაში მოსაყვანად საჭიროა მხოლოს ღილაკზე თითის დაჭერა. მუშა მდგომარეობიდან საწყის მდგომარეობაშ გადაყვანა კი  ხდება მილსადენთა ერთიანი სისტემიდან ჰაერის გამოდევნის საშუალებით.

როგორც გამომგონებელი ირწმუნება, აღნიშნული მოწყობილობა შესაძლებელია აგრეთვე გამოყენებულ იქნას ვენახის ფრინველებისაგან დასაცავად, რაც აუცილებელია ისეთი ყურძნის ჯიშებისათვის, რომლის მოკრეფაც ხდება გვიან შემოდგომაზე ან ზამთრის დასაწყისში. სეტყვა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში მევენახეების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ხშირ შემთხვევაში გადაუჭრელ პრობლემად ითვლება. სეტყვისაგან ხშირად მთელი რეგიონის ვენახებიც კი ნადგურდება. ამიტომ იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, საბერძნეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში ბადით გადახურულია ათასობით ჰექტარი ვენახი. ეს ფაქტი მეტყველებს,თუ რაოდენ აქტუალურია ვენახების სეტყვისაგან დაცვა, ვაზის გადარჩენა.

ვენახების სეტყვისაგან დამცავი მოწყობილობა, რომელიც ქართველმა გამომგონებელმა შექმნა, საყოველთაო აზრით, გამოირჩევა ტექნოლოგიური სიახლით და გააჩნია მაღალი საექსპლუატაციო მახასიათებლები. თუმცა, საბოლოო სიტყვა მაინც მევენახეებს ეკუთვნით, რომლებმაც აღნიშნული გამოგონება პრაქტიკაში უნდა დანერგონ. 



როგორ დავუკავშირდეთ ამ ხალხს?


Dakavshireba shegidzliat nomerze 568 506 605 Beka Topuria


es "gamogoneba" jer kidev 1991 cels tavis sadoktoro nashromshi carmoadgina teknikur mecnierebata doktorma, profesorma iuri melashvilma. disertaciamde bevrad adre mimdinareobda am gamogonebaze mushaoba -aprobaciis periodi (sagarejos raionshi daidga aseti damcavi badeebi, romlebic mogvianebit areulobis clebashi mosaxleibis mier gaidzarcva). statiashi mokvanili agceriloba identuria iuri melashvilis meir shekmnili konstrukciis da echvi makvs b-n g. topuria kargad unda icnobdes am adamianis nashromebs. minda gacnobot rom es gamogoneba dzalian didi xania dapatentebulia prof. iuri melashvilis mier. dainteresebis shemtxvevashi shegidzliat darekot 53 31 06.


msgavsi gamogonebebi ratkmaunda arsebobs, shesadzloa sxvaobebi ikos garkveul teknologiur mxareebshi. g. topurias gamogonebaze sakpatentma gasca patenti nomrit P5259. shesadzloa b-ni iuri melashvilisa da g.topurias gamogonebes shoris ikos sxvaobebi sxvadasxva kutxit. sxva shemtxvevashi sakpatenti identur gamogonebaze patents ar gascemda.


მეგობრებო, გთხოვთ ქართული შრიფტით ვწეროთ.

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული