Home
ქართული | English
ოქტომბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

მულტიმედია

კომენტარები

მოშუშული ვაშლის ნამცხვარი ბეზეთი

საჭირო მასალა: ძირი - 1 დიდი კვერცხის გული, 100 გ გამდნარი კარაქი, 1 ს.კ. შაქარი, 1 ჭიქა ფქვილი, 1/3 ჩ.კ. სოდა, მწიკვი მარილი.
გულსართი -  6 ცალი დიდი, მჟავე ვაშლი, 2 ჩ.კ. კარაქი, 1-2 ს.კ. შაქარი. ბეზე - 3 კვერცხის ცილა, 3/4 ჭიქა შაქარი, მწიკვი ვანილი, მწიკვი მარილი.

მომზადება: კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გული, მარილი, სოდა, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი თხელ ფენად გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ 24 სმ დიამეტრის ფორმაში. ვაშლი გავფცქვნათ, თხლად დავჭრათ, დავაყაროთ შაქარი და ვშუშოთ, სანამ არ ჩაიშლება, ჩავზილოთ და მოვათავსოთ ცომზე. ვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი ღია ოქროსფერი არ გახდება. ამასობაში კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ მარილთან ერთად, თანდათან ვამატოთ შაქარი, ვანილი და მოვამზადოთ ბეზე. ბეზე გადავანაწილოთ ვაშლის მასაზე და ფორმა შევაბრუნოთ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთით, სანამ არ დაიბრაწება.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.