Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხეცურიანის საერთაშორისო სომელიეს სასწავლო პროგრამა იწყება

ხეცურიანის სომელიეს სკოლა 16 მარტს იწყებს საერთაშორისო სომელიეს სასწავლო პროგრამას. პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ საჭირო ცოდნას ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, მეღვინეობის, ქართული და უცხოური მევენახეობის, ღვინის კანონმდებლობის, Horeca სექტორის, ენოგასტრონომიული შეხამების, ღვინის ბიზნესის, ღვინის მარკეტინგისა და სხვა მნიშვნელოვანი, ღვინოსთან დაკავშირებული სფეროების შესახებ.

გამოცდის წარმატებით ჩაბარების  შემთხვევაში კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის - International Sommelier Association | ASI მიერ გაცემულ საერთაშორისო სომელიეს სერტიფიკატს, რომელიც 68 ქვეყანაშია აღიარებული.

სასწავლო პროგრამა განკუთვლილია მომავალი სომელიებისთვისა და ღვინის კონსულტანტებისთვის. ასევე მეღვინე-მევენახეებისთვის ღვინის ბიზნესის წარმატებით დასაწყებად და არსებულის უკეთ განსავითარებლად. საინტერესოა მათთვის, ვისაც ღვინის უკეთ გაგება აინტერესებს და მომავალში ენოგასტრნომიული ტურიზმის კუთხით ფიქრობს დასაქმებას.

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მსურველებს საშუალება ექნებათ სტაჟირება გაიარონ პარიზის, ბორდოს, მილანის, ლონდონის საუკეთესო რესტორნებში.

ლექციებს და მასტერკლასებს ჩაატარებს 15-ზე მეტი დარგის წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტი, მეღვინეები, მოწვეულები იქნებიან ფრანგი და იტალიელი სომელიეები. საერთაშორისო სომელიეს სასწავლო პროგრამის ფარგლებში 200-ზე მეტი ქართული და უცხოური ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. მსმენელები შეისწავლიან ღვინოების აღწერის საერთაშორისო სისტემას | WSET.

სასწავლო პროგრამა შედგენილია International Sommelier Association | ASI -ს გაიდლაინების მიხედვით,  სასწავლო პროგრამა განკუთვნილია, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე ენთუზიასტებისთვის და მოყვარულებისთვის.

სასწავლო პროგრამა შედგება მოდულებისგან, თითოეულის დასრულების შემდეგ ჩატარდება შუალედური გამოცდა, ბოლოს კი ჩატარდება საქართველოს სომელიეთა ასოცოაციის და საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის - International Sommelier Association | ASI გამოცდები.

ინფორმაციის ვრცლად გასაგებად ეწვიეთ ბმულს

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.