Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრუასანი

საჭირო მასალა: 350 გ ფქვილი, 1/2 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 280 გ ცივი კარაქი, 1 ს.კ. მშრალი საფუარი, 250 გ რძე, 4 ჩ.კ. შაქარი, 1 ს.კ. თაფლი, 2 ჩ.კ. მარილი

მომზადება: 2 ს.კ. ფქვილი და ლიმონის წვენი ხელით შევაზილოთ კარაქს და კვადრატის ფორმა მივცეთ. საფუარი და შაქარი გავხსნათ თბილ რძეში და დავდგათ თბილ ადგილას, როცა ამოფუვდება, თანდათანობით დავუმატოთ თაფლი, გაცრილი ფქვილი, მარილი და მოვზილოთ ცომი. ცომი კვადრატულად გავაბრტყელოთ 1 სმ-ზე, შუაგულში ჩავუდოთ კარაქი, კონვერტივით დავკეცოთ და გვერდები შევკრათ, რომ კარაქი არ გამოვიდეს. ისევ გავაბრტყელოთ და გადავკეცოთ სამად. ეს პროცედურა ორჯერ გავიმეოროთ, ცომი ცელოფანში გავახვიოთ და 30 წუთით მაცივარში გავაჩეროთ. შემდეგ ისევე გადავკეცოთ და გავაცივოთ 2 საათის განმავლობაში. 2 საათის შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ 5 მმ-ზე და დავჭრათ სამკუთხედებად. კრუასანები გადავახვიოთ განიერი მხრიდან, გადახვევა მთავრდება წვერზე, ოდნავ მოვრკალოთ, დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და გავაჩეროთ სითბოში 20 წუთით. შემდეგ წავუსვათ ცოტაოდენ რძეში გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით, ვიდრე არ შეიბრაწება. მზა კრუასანებს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული