Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვიძლი მოთუშული სტაფილოთი და პრასით

1. მოხარშეთ ღვიძლი (თუ ფრინველისაა დაჭრა არ დაჭირდება, სხვა შემთხვევაში დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად). ხარშვისას წყალში ჩაუშვით წიწაკა, მარილი, დაფნის ფოთოლი, ხახვი, სულ ბოლოს მშრალი ღვინო დაუმატეთ. როცა მოიხარშება, გადაღვარეთ წყალი და თუ ქაფის ნარჩენები ულამაზოდ ამჩნევია - გადააავლეთ ცივი წყალი, გაშალეთ გასაშრობად სამზარეულოს სამუშაო დაფაზე და მოაყარეთ მარილი;

2. სტაფილო გათალეთ და დაჭერით ღერებად, მოთუშეთ კარაქში (მიკროტალღურში 1-1.5 წუთი) და მოაყარეთ ქონდარი;
3. დაჭერით პრასის თეთრი ნაწილი ალყა-ალყად; ბულგარული წიწაკა, ხახვი ასევე წვლილად;
4. სალათის ფოთლებს (ნაკრები ჯობია), მწვანილს, პრასის მწვანე ფოთლებს (ბოროტად ნუ გამოიყენებთ - თავის გემოზე არ წაიყვანოს) - მოასხით ღვინის ძმარი (მარილი, წიწაკა გემოვნებით);
5. თუ ცხარეს მოყვარული ხართ ზეთი შედგით დაბალ ცეცხლზე და ჩაუშვით წინასწარ დანაყილი ნიორი ან ჯანჯაფილი, მწარე წიწაკა, მარილი და აცალეთ 1-1.5 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან. შეგიძლიათ ცალკე მიიტანოთ სუფრაზე ან იქვე თეფშზე მოასხათ ღვიძლს.
 ეს ცივი კერძი (აპეტაიზერი) შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც პერსონალური პორციებად ასევე ერთ საერთო-საზიარო კერძად.
უხდება მშრალი ღვინო.
 

© Peppi

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული