Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თინუსის საშიმი პამიდვრითა და ჯანჯაფილით

საჭირო მასალა: 350-400 გ თინუსის ფილე, 1 დიდი  სტაფილო, 1 მოზრდილი ბოლოკი, 100 მლ ფორთოხლის წვენი, 0,5 მწვანე წიწაკა, 0,5 ს.კ. თხელი თაფლი, 1-2 ცალი პამიდორი, 1 ს.კ. გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი, 1 ს.კ. დაკეპილი ქინძის ფოთლები, 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 2 ს.კ. სოიის სოუსი, 1 ჩ.კ. სოუსი ტაბასკო, 2-3 ს.კ. შავი და თეთრი ქუნჯუთის  მარცვლები, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: სტაფილო და ბოლოკი გავასუფთავოთ და ძალიან თხლად დავჭრათ. შეგვიძლია გამოვიყენოთ მსხვილი სახეხიც. 50 მლ ფორთოხლის წვენი, წვრილად დაჭრილი წიწაკა, თაფლი და მარილი ავურიოთ და დავასახათ ბოსტნეულს. პამიდორს ამოვაცალოთ თესლი და წვრილად დავჭრათ. შეგვიძლია გამოვიყენოთ დაკონსერვებული პამიდორიც. დარჩენილ ფორთოხლის წვენში ავურიოთ ჯანჯაფილი, ქინძი, ოხრახუში, სოიის სოუსი, მწიკვი მარილი, ტაბასკო, ზეთი და ქუნჯუთის მარცვლები. თინუსის ფილე მოზრდილ ნაჭრებად დავჭრათ, ზედ დავადოთ სტაფილოსა და ბოლოკის სალათა და მოვასხათ მწვანილით, პამიდვრითა და ქუნჯუთის მარცვლებით მომზადებული სოუსი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული