Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქორჭილა კიტრითა და კარტოფილით

საჭირო მასალა: 2 პატარა თავი ხახვი, 400 გ მოხარშული პატარა ზომის კარტოფილი, 300 გ ქორჭილას ფილე, 1 კონა კამა, 1 პატარა კიტრი, 4 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 ს.კ. კარაქი, 1 ს.კ. ფქვილი, 150 მლ რძე, 200 მლ სქელი ნაღები, 1 ს.კ. საშუალო სიცხარის მდოგვი, 1 ს.კ. ერბო, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი გავფცქვნათ. ერთი თავი წვრილად დავჭრათ. მეორე თავი შუაზე გავჭრათ და ალყა-ალყა დავჭრათ. კარტოფილი 0,5 სმ სისქის რგოლებად დავჭრათ. თევზი 4 სმ. ზომის ნაჭრებად დავჭრათ. კამა დავკეპოთ. კიტრი სიგრძეზე გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ და წვრილად დავჭრათ, შევურიოთ ნახევარი კამა და 1 ს.კ. ლიმონის წვენი. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 2 წუთი ვშუშოთ. დავაყაროთ ფქვილი და რამდენჯერმე ამოვურიოთ. დავასხათ რძე და ნაღები, წამოდუღებისთანავე ცეცხლს ჩავუწიოთ და საშუალო ტემპერატურაზე 10 წუთი ვხარშოთ, თან ვურიოთ. სოუსს შევურიოთ მდოგვი, პილპილი, მარილი, ლიმონის წვენი, დარჩენილი კამა და ცხლად შევინახოთ.

ტაფაზე გავაცხელოთ ერბო, დავამატოთ კარტოფილი და შევბრაწოთ. მსუბუქად მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კარტოფილს დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი და 3 წუთი ვშუშოთ. ტაფიდან ბოსტნეული ამოვიღოთ. ამავე ცხიმში შევწვათ მარილმოყრილი თევზის ნაჭრები, შემდეგ დავუმატოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული