Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართლის 2 ღვინო საუკეთესო ნარინჯისფერი ღვინოების ჩამონათვალში

რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკულმა ციფრულმა გამოცემა Refinery29-მ ღვინის ექპერტების მიერ შედგენილი 14 საუკეთესო ე.წ. ნარინჯისფერი ღვინის ჩამონათვალი გამოაქვეყნა (30$-ზე ნაკლებ საფასო სეგმენტში).

ღვინის მოყვარულებმა უკვე იციან, რომ ეს ტერმინი (ნარინჯისფერი ღვინო) უკვე კარგა ხანია დამკვიდრდა და იგი, როგორც წესი, ჭაჭაზე (ან ჭაჭაზე და კლერტზე) დავარგებულ ღვინოებს აღნიშნავს. ტერმინის შესახებ ბევრი კამათობს, ზოგის აზრით ქარვისფერი ღვინის (Amber Wine) ცნებაა ყველაზე მისაღები ასეთი სტილის სახელდებისთვის, არის სხვა ვერსიებიც, თუმცა ფაქტია, რომ პოპულარული გამოცემების უმრავლესობა ჯერ კიდევ „ნარიჯისფერ ღვინოს“ (Orange Wine) იყენებს მეტი გარკვეულობისთვის. დაახლოებით ქვევრის ისტორიას ჰგავს. სანამ ჩვენ იმაზე ვკამათობთ, Kvevri უფრო სწორია თუ Qvevri, უცხოელი ავტორები წარმატებით (და უნდა ითქვას, არასწორად) მიმართავენ ტერმინ ამფორას და ფართო აუდიტორიისთვის მეტნაკლებად გასაგებს ხდიან უძველეს მეთოდს, რომელმაც დღეს უდიდეს პოპულარობას მიაღწია.

საუკეთესო ნარინჯისფერი ღვინოების ჩამონათვალი 5 ღვინის სპეციალისტი ქალის თვალსაზრისზე დაყრდნობით შეადგინეს (შეგახსენებთ, Refinery29 ქალთა გამოცემაა) და ამ 14 საუკეთესო ღვინოს რეკომენდაციას ნორა ჰეფერი (Nora Hoefer), ეშლი სანტორო (Ashley Santoro), ემი რასინი (Amy Racine), იზაბელ ლეჟერონი (Isabelle Legeron) და სარა ტრეისი (Sarah Tracey) უწევდნენ.

სიაში მოხვდა ორი ქართული ღვინო ქართლის რეგიონიდან, ბექა გოცაძის 2016 წლის ჭაჭაზე დავარგებული ჩინური და ხოხბის ცრემლების 2015 წლის ასევე ჭაჭაზე დავარგებული ჩინური.

გადავხედოთ ღვინოების სრულ ჩამონათვალს:

Channing Daughters 'Ramato' 2016

აშშ-ს ღვინოა, ლონგ აილედური (!!!) პინო გრიჯიო. ჭაჭაზე 2 კვირა გაატარა.

Il Censo Praruar Terre Siciliane Catarratto 2016

სიციული ღვინოა, ჯიში - კატარატო, 2-3 კვირა ჭაჭაზე ვარგდებოდა.

Glinavos Paleokerisio 2018

ბერძნული ნახევრადცქრიალა, ნახევრადმშრალი ღვინოა ეპირუსიდან, ჯიში - დებინა.

Casè Casèbianco NV

იტალიიდანაა, ემილია რომანიას რეგიონიდან, დაყენებულია ორი იტალიური და ერთი ფრანგული ჯიშიდან - მალვაზია, ორტუგო, მარსანი.

Gravner Ribolla Gialla Riserva Friuli — Venezia Giulia, Italy 2004

სახელოვანი იოშკო გრავნერის ქვევრში დაყენებული რიბოლაა ფრიული ვენეცია ჯულიანად.

Remhoogte 'Free To Be' Orange Chenin Blanc — Stellenbosch, South Africa, 2016

სამხრეთ აფრიკული შენენ ბლანი.

Donkey & Goat, Ramato Pinot Gris, Filigreen Farm — Anderson Valley, California, USA, 2018

პინო გრი კალიფორნიიდან.

Viteadovest, Rina Bianco — Sicily, Italy, 2016

სიცილიიდან, ჯიში - კატარატო. ჭაჭაზე 90 დღე დააყოვნეს წაბლის კასრებში.

Gotsa Wines, Chinuri — Asureti, Kvemo Kartli, Georgia, 2016

ასურეთული ჩინურია, რვა თვის განმავლობაში ვარგდებოდა ჭაჭაზე, ქვევრში.

Kabaj Ravan Friulano 2012

სლოვენიიდან, ჯიში - ფრიულანო.

Pheasant's Tears Chinuri Kartli 2015

მუხრანული ჩინურია, რამდენიმე კვირის მანძილზე ვარგდებოდა ჭაჭაზე ქვევრში.

Attems Pinot Grigio Ramato 2016

ფრიული ვენეცია ჯულიას რეგიონი, ჯიში - პინო გრიჯიო.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.