Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო IWSC 2024-ის საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს

ნოემბერში საქართველოში პირველად გაიმართება IWSC-ის საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც არა მხოლოდ ქართველი მეღვინეები, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას: “ჩვენ მოხარული ვართ, რომ 2024 წლის ღვინის დეგუსტაციას ღვინის სამშობლოში, საქართველოში ვიწყებთ. ამ შემოდგომას ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში გაემგზავრებიან, რათა მსოფლიოს უძველესი რეგიონების ღვინოები შეაფასონ.” - ვკითხულობთ სტატიაში.

მსოფლიო ღვინის რეგიონების მხარდაჭერის მიზნით IWSC საერთაშორისო კონკურსებით მწარმოებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ღვინოები ექსპერტების წინაშე წარმოაჩინო: “სიამოვნებით გაცნობებთ, რომ 2024 წლის დეგუსტაციებს იქ ვიწყებთ, რაც ყველაფრის საწყისია. ქვეყანაში, რომელიც ღვინის სამშობლოდაა ცნობილი” - წერს ავტორი. 

სტატიაში წერენ, რომ საქართველოში IWSC-ის შარშანდელი წარმატებული შედეგების შემდეგ, სადაც 500-ზე მეტი მსურველი და 280-ზე მეტი გამარჯვებული იყო, მოუთმენლად ელიან დაბრუნებას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ  წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით კონკურსში საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვინოებსაც შეაფასებენ: “საქართველო და კავკასიის რგიონი განთქმულია ძირძველი ვაზის ჯიშებითა და ღვინის უძველესი ტრადიციით. დღეს კი მსოფლიოს ამ ნაწილში მართლაც რომ ღვინის რენესანსია, სადაც ბევრი დამოუკიდებელი მეღვინე აწარმოებს მაღალი ხარისხის ღვინოებს. IWSC-ის დაჯილდოების საქართველოში შემოტანა და ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ნამუშევრების მიღება ადგილობრივ მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, გლობალური აღიარება მოიპოვონ” - აღნიშნავს IWSC-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტელ გიბერტი.

ექსპერტთა გუნდს, რომელიც საქართველოში მიემგზავრება, ზედამხედველობას ღვინის ოსტატი ალისტერ კუპერი გაუწევს. ალისტერს შეუერთდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის წევრები, მათ შორის ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები.
IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ის მონაწილე მწარმოებლები ისარგებლებენ შემდეგი უპირატესობებით:

* მონაწილეობის ფასდაკლებული საფასური
* მოსახერხებელი ადგილობრივი მიწოდება;
* ჯილდოს მფლობელი ღვინოების IWSC-ის გლობალური აუდიტორიის წინაშე წარდგენა;
* IWSC-ის 2024 წლის საკომუნიკაციო კამპანიებში ჩართვა;
* IWSC-ის საერთაშორისოდ აღიარებული ღვინის ჟიურის წევრებისგან მიღებული შეფასება;

IWSC 2024 Wine Judging in Georgia, 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1-ელ დეკემბერს უმასპინძლებს, ხოლო შედეგები 4 დეკემბერს IWSC-ის საიტზე გახდება ცნობილი. რეგისტრაცია IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწყება 2023 წლის 5 ოქტომბერს.

კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) 50 წელზე მეტია ტარდება. 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ  და დღეს მსოფლიოში ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასება-აღიარების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პრესტიჟული კონკურსია. საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად ტარდება ლონდონში, სადაც ათიათასობით ალკოჰოლური სასმელი ისინჯება. კონკურსი ცნობილია თავისი მკაცრი შეფასების სტანდარტებითა და საპატიო ჟიურის გუნდით, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ბაიერებით, უფროსი სომელიეებითა და ღვინის მაგისტრებით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული