Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კოქტეილი ვინტაჟური რარიტეტებისგან

სახელგანთქმულმა ბარმენმა სალვატორე კალაბრეზემ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი კოქტეილი დაამზადა. კოქტეილი Salvatore's Legacy ლონდონის ბარში შეიქმნა და მისი ერთი ულუფა 8 826 დოლარად არის შეფასებული. თუ ფასის მიხედვით ვიმსჯელებთ, სასმელი ოქროსი უნდა იყოს, თუმცა კოქტეილი არანაირ ძვირფას მეტალს არ შეიცავს. საქმის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ Salvatore's Legacy-ს დასამზადებლად საკმაოდ ხანგრძლივი დაძველების სასმელები დაიხარჯა: 1788 წლის კონიაკი Clos de Griffier Vieux, 1770 წლის ტკბილი ლიქიორი Kummel, ლიქიორი Dubb Orange Curacao, რომელიც 1860 წლით არის დათარიღებული. აღსანიშნავია, რომ სალვატორეს მიერ ძვირფასი ლიქიორის შექმნის წინა მცდელობა ტრაგიკულად დასრულდა: ერთ-ერთი ინგრედიენტი - 1780 წლის Clos de Griffier Vieux- გატყდა. კალაბრეზე ამ ფაქტმა ძალზე დაამწუხრა, მაგრამ კოქტეილის მორიგ ვერსიაზე მუშაობის დროს განცდილ მარცხს არ შეუშინებია. სალვატორემ ახალი, უნიკალური კოქტეილის შექმნისთანავე განცხადებით მიმართა გინესების რეკორდების წიგნის მესვეურებს. მას იმედი აქვს, რომ კოქტეილი Salvatore's Legacyამ წიგნში შევა და  მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი კოქტეილის ტიტულს სამართლიანად დაიმსახურებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული