Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

winexpo 2024 კონკურსის შედეგები

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა Wine Expo 2024 7-9 ივნისს გაიმართა. გამოფენაზე მისული სტუმრები ეცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე კომპანიას, მათ ღვინოს, სხვა ნაწარმსა და პროდუქტებს. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა Winexpo Forum-იც, სადაც შეხვედრები გაიმართა ღვინის იმპორტიორებთან, ექსპერტებთან და მწარმოებლებთან, მიწვეულმა სტუმრებმა დისკუსიის რეჟიმში კი სხვადასხვა ქვეყნის ბაზრები განიხილეს. 

საერთაშორისო კონკურსი, გამოფენის ფარგლებში წელს უკვე მეთხუთმეტედ გაიმართა. 7 ქვეყნიდან ღვინის თერთმეტმა სპეციალისტმა ბრმა გასინჯვის პრინციპით WinExpo 2024-ზე წარმოდგენილი ღვინოები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა. winexpo 2024-ის ფარგლებში ჟიურიმ 80-მდე კომპანიის 250-ზე მეტი სხვადასხვა სტილის ღვინო გასინჯა. გაიცა  21 ოქროს მედალი:

ოქროს მფლობელი წითელი ღვინოებია:

“მეღვინეობა ჩელთი”, ყვარელი, დავარგებული კასრში, 2019

“მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, საფერავი რეზერვი, 2013

“ჩელთი”, მუკუზანი, დავარგებული კასრში, 2019

წითელი ქვევრის ღვინო:

“შატო მეფისქალაქი”, შავკაპიტო, 2023.

“ჩეოლთი”, საფერავი ქვევრი (და კასრი), 2017.

“მეღვინეობა თორელი”, საფერავი, 2022.

წითელი ნახევრადტკბილი

“ალვაზი”, გონაძის მეღვინეობა ხვანჭკარა, 2023.

თეთრი მშრალი

“ბოლერო და კომპანია”, საბადო კლასიკური, წინანდალი, 2022

“ვაზისუბნის მამული”, estate collection, ქისი, 2021

“გურული ღვინოები”, მეღვინეობა დოლიძე, კრახუნა, 2023

”ჭალელი”, ჩინური-გორული მწვანე, 2023

”გუმბათი”, ბოსტოღანა ქისი, 2021

ქვევრის ქარვისფერი

sunwine, კრახუნა/მცვივანი, 2022

“ჩელთი”, ხიხვი ქვევრი,2022.

“არმაზი მეღვინეობა”, რქაწითელი, 2021.

”მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, ქისი ქვევრი, 2015.

”მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, ხიხვი ქვევრი, 2018

“ტრადიციული”, ქართული, ქისი, 2021

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული