Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნეაპოლური პიცა

მასალა:1 ჩ.კ მშრალი საფუარი, 0.5 ჩ.კ. შაქარი, 120 გ ფქვილი, 50 მლ ზეითუნის ზეთი, 1 ჩ.კ. მარილი, 50 გ უკურკო ზეთისხილი, 1 კბილი ნიორი, 1 ცალი პომიდირი, 50 გ ყველი მოცარელა, 1 თავი წითელი ხახვი, 3-4 ღერი რეჰანი, 1/4 ჩ.კ. ორეგანო, 0.5 ჩ.კ. დაფქული ბეგქონდარა.

მომზადება: ავურიოთ საფუარი და შაქარი, დავასხათ 1/3 ჭიქა თბილი წყალი და დავდგათ 15 წუთით. გაცრილ ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება, ჩავასხათ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, მარილი, ამოსული ოპერა, მოვზილოთ ცომი და დავდოთ ასაფუებლად ნახევარი საათით. მოვამზადოთ გულსართი - დავჭრათ ინგრედიენტები შემდეგნაირად: პომიდორი, ყველი და ხახვი – რგოლებად, ზეთისხილი გავჭრათ შუაზე, დავკეპოთ ნიორი. მწვანილს დავაცალოთ ფოთლები. სქელძირიან ქვაბში დავფინოთ ცომი, მოვუსვათ ზეთი, დავაწყოთ პომიდორი, მის ზემოთ ხახვი, შემდეგ ყველის ნაჭრები, ზეთისხილი, ნიორი, მოვაყაროთ მარილი, ორეგანო და ბეგქონდარა, მოვაპკუროთ ზეთი, ქვაბს ტილოამოკრული საფარებელი კარგად დავხუროთ და დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე 15-29 წუთით. მიტანის წინ პიცა შევამკოთ რეჰანის ფოთლებით. სასურველია, თუ ქვაბს დავდგამთ გამანაწილებელზე.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული