Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალბონდიგასი

საჭირო მასალა: 600 გ საქონლის ფარში, 600 გ ღორის ფარში, 0.5 ჭიქა საფანელი, 1 პატარა კონა ოხრახუში, 4 კვერცხი, 4 კბილი ნიორი, 1 ჭიქა ფქვილი, მარილი, პილპილი გემოვნებით, 0.5 ჭიქა ზეითუნის ზეთი შესაწვავად. სოუსისათვის – 4 კბილი ნიორი, 1 თავი ხახვი, 1 თავი პრასი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 2 ჭიქა საქონლის ბულიონი, 1 ჭიქა ღვინო, 0.5 ჭიქა ზეითუნის ზეთი.

მომზადება: შევურიოთ ფარში, საფანელი, დაკეპილი ოხრახუში, კვერცხი, ნიორი, მარილი, პილპილი, მოვზილოთ და 1 საათით შევდგათ მაცივარში. ფარშისგან გავაკეთოთ ბურთულები, ამოვავლოთ ფქვილში და ტაფაზე ზეითუნის ზეთში შევწვათ. სოუსისათვის ტაფაზე გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და პრასის თეთრი ნაწილი, დაკეპილი ნიორი, დაფნის ფოთოლი, ვშუშოთ 12 წუთი ხახვის დარბილებამდე, დავუმატოთ 2 ს.კ. ფქვილი, მოვურიოთ, დავასხათ ბულიონი და ღვინო. ვხარშოთ შესქელებამდე და შემდეგ გავთქვიფოთ ბლენდერში. ალბონდიგასები (ესპანური ფრიკადელები) ამოვიღოთ თეფშზე, გავუკეთოთ ხის ჩხირები და მოვასხათ სოუსი. 

 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული