Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დორადა ტოსკანურად

აჭირო მასალა: 650 გ თევზი დორადა, 0,5 ლიმონი, 2 თავი ხახვი, 1-2 კბილი ნიორი, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ცალი წითელი ტკბილი წიწაკა,  300 გ ცუკინი, 500 გ პამიდორი, 125 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 12 ცალი ზეთისხილი, 2 ს.კ. ხმელი რეჰანი, 1/4 ს.კ. ზღვის მარილი, პილპილი, ხმელი ტარხუნა და როზმარინი – გემოვნებით.

მომზადება: დორადა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და ორივე მხრიდან 0,5 სმ სიღრმეზე დავსეროთ. მოვაწუროთ ლიმონი და ცოტა ხანი გავაჩეროთ, რომ გაუჯდეს. ხახვი და ნიორი წვრილად დავკეპოთ და 2 ს.კ. ზეთში მოვშუშოთ. დავუმატოთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი წიწაკა, კანგაცლილი და თესლამოცლილი, დაჭრილი პამიდორი და ნახევარრგოლებად დაჭრილი ცუკინი. ვშუშოთ რამდენიმე წუთი. მოვაყაროთ სანელებლები, ხმელი მწვანილი და მოვასხათ ღვინო. როცა წამოდუღდება, გადავიტანოთ ღრმა ფორმაში, ზედ დავადოთ თევზი, მოვასხათ დანარჩენი ზეთი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. 20 წუთის შემდეგ თევზი ამოვატრიალოთ, დავუმატოთ ზეთისხილი და კიდევ 20 წუთი ვაცხოთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული