Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში

ნოემბრის დასაწყისში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ღონისძიებაზე იყო წარდგენილი: ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენებზე ,,RAW NY” და ,,RAW LA”, ასევე ღვინის მსხვილი იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და მედიისთვის გამართულ სპეციალურ დეგუსტაცია-პრეზენტაციებზე.

აშშ-ში გამართულ გამოფენებზე ქვევრის ღვინის მწარმოებელი შემდეგი მცირე მარნები წარსდგნენ: ნათენაძის ღვინის მარანი, გოცას ღვინოები, არჩილ გუნიავას ღვინის მარანი - კვალითი, კერესელიძეების მარანი, ნაოტარი, ორგო, ბაბანეურის მარანი, ბრუალე, ივერი, მაკარიძის მეღვინეობა, ღვინის ქურდები, ფაფარი ველი და ამირან ვეფხვაძის ღვინის მარანი.

ქართული ღვინის დეგუსტაციებს ამერიკელი ღვინის მწერალი და პროფესიონალი ელის ფეირინგი უძღვებოდა. გამოფენაზე კარლა კაპალბოს, ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის, მოგზაურისა და ღვინის მწერლის წიგნის Tasting Georgia-ს პრეზენტაციაც გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თამთა ყველაიძემ აღნიშნა, რომ აშშ ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია და ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში RAW-ს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისთვის. აშშ-ში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მზარდია, რაც აისახება კიდეც ექსპორტის მონაცემებში.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 395 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 50 ექსპორტიორ ქვეყანას შორის, მიმდინარე წელს აშშ მე-9 ადგილზე გადავიდა. თამთა ყველაიძის თქმით, აშშ-ში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი გაცილებით დიდია და აქედან გამომდინარე, 2018 წელს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ამ ქვეყანაში აქტიურად გააგრძელებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული