Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო - ღვინის კულტურის სამშობლო

ელენე ცინცაძე

საქართველოში ღვინო, ეკონომიკურ აქტივთან ერთად იდენტობისა და ეროვნული სიამაყის სიმბოლოცაა. მას ყველგან შეხვდებით: ფორმალურ შეხვედრებზე, სხვადასხვა შეკრებებსა და სუფრებზე, ვაზს კი უძველეს  ჩუქურთმებზე აღმოაჩენთ, ხოლო ყურძნის ტკბილს - დესერტებსა და ტკბილეულში. სწორედ ამაზეა WineEnthusiast-ის სტატია, რომელიც საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიასთან ერთად ღვინისა და ქვევრის კულტურასაც მიმოიხილავს. სტატიაში რამდენიმე წყაროა დამოწმებული. მაგ. Vinesoul: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზეა და, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში სხვადასხვა გავლენის ქვეშაც ექცეოდა, საქართველომ მოახერხა, რომ ხალხთა მიგრაციის დახმარებით მეღვინეობას გაუკვალა გზა მთელს მსოფლიოში“. შემდეგ ავტორი 2017 წლის აღმოჩენასაც ახსენებს, როდესაც მკვლევრებმა 8000 წლის წინანდელი წიპწები იპოვეს, თბილისიდან სამხრეთით, 30 კილომეტრში:

„გადაჭრილი გორის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე უძველესი მეღვინე-მევენახეები იყვნენ. სანამ დანარჩენი  მსოფილიო  ქვისა და ძვლების იარაღებს თლიდა, აქ უკვე ღვინოს აყენებდნენ“ - National Geographic.

სტატიაში ავტორი ღვინოზე, როგორც საქართველოს კულტურის გამოხატვის საშუალებასა და სხვადასხვა  დაბრკოლებაზე საუბრობს. ამას უკრაინელი დარია ხოლოდილინა, ღვინის ტურიზმის სპეციალისტი და Trails and Wines-ის დამფუძნებელიც ეხმაურება: „რახან ოსმალეთის მმართველობის დროს საქართველოში ვაზის მოშენება და ღვინის დაყენება აკრძალული იყო და ადგილობრივები ვაზს ტყეში რგავდნენ, ეს კიდევ აშკარად მიანიშნებს ამ ქვეყნის  ღვინის კულტურის  ძლიერ და მყარ ფესვებზე, რომელიც თითოეულ ქართველში სულდგულებდა“.

სტატიაში 1922-1991 წლებზეც საუბრობს ავტორი, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგნელობაში იყო, მეღვინეობა ინდუსტრიული გახდა, საოჯახო ნაკვეთები სამთავრობო კონტროლის ქვეშ მოექცა და ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქართული ვაზის 500-მდე ჯიში ამოიძირკვა. მიუხედავად ამისა, ხალხმა იპოვა გზა ქართული ღვინის იდენტობის შენარჩუნებისთვ ის: „საბჭოთა დროსაც კი, როცა ყველაფერი სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა, როგორც ჩანს ხალხი მაინც ამზადებდა ჩუმად, თავისთვის ღვინოს, რომელიც სახელმწიფო პროდუქტებისგან განსხვავდებოდა ხარისხით. მარანი ყველასთვის წმინდა ადგილად მიიჩნეოდა, ხანდახან ბავშვებსაც კი სწორედ მარნებში ნათლავდნენ.“ - ვკითხულობთ სტატიაში. 1991 წლიდან კი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრ ქართველს უფრო მეტად გაუღვივდა ადგილობრივი ვაზის მოშენებისა და მეღვინეობის თავიანთ დღის წესრიგად ქცევის სურვილი. 

WineEnthusiast ქვევრის უძველეს კულტურაზეც წერს: „ამჟამად ქვევრის მეღვინეობა ქართული ღვინის წარმოების 10%-ს შეადგენს. სხვა მეთოდს ქართველები „ევროპულ“ უწოდებენ, რომელიც დასავლეთ ევროპიდან შედარებით გვიან, XIX  საუკუნეში  შემოვდა. საქართველოს სპილენძის შეფერილობის, ჭაჭაზე დაყენებული ტანინიანი ღვინოები, რომლებსაც ქარვისფერ ღვინოს უწოდებენ, შეიძლება ტრადიციული ქვევრის, ან ევროპული ტექნოლოგიით დაიწუროს.“

საქართველოში 25 რეგისტრირებული PDO-ა და დაახლოებით 136 000 ჰექტარი ვენახია ქვეყნის მასშტაბით. მეღვინეობის ძირითადი რეგიონია კახეთი, სადაც ღვინოების წარმოების დაახლოებით 80% მოდის. ღვინის კრიტიკოსს  იანსის რობინზონსა და ღვინის ექსპერტს ჰიუ ჯონსონს კახეთი „მსოფლიო ღვინის ატლასში“ შეჰყავთ და კახურ თეთრ ღვინოებსა და ტანინიან წითელ ღვინოებს საუკეთესოებს შორის მოიხსენიებენ. „სხვა ცნობილი PDO-ები შიდა და ქვემო ქართლს მოიცავს, იქაურ ცქრიალა ღვინოებს. დასავლეთში მეღვინეები ნაკლებად იყენებენ დუღილისას ღვინის დურდოს და შედარებით ნაკლებტანინიანი, მსუბუქი ღვინოები აქვთ. რაჭა და ლეჩხუმი  ნახევრადტკბილი წითელი და თეთრი ღვინოებით გამოირჩევა“- ვკითხულობთ სტატიაში. 

გარდა ღვინოებისა და რეგიონებისა, WineEnthusiast ქართულ ვაზის ჯიშებზეც წერს: „საქართველოში 500-ზე მეტი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, რომელთაგან 40 ამჟამად კომერციული მევენახეობისთვის გამოიყენება. საერთაშორისო ჯიშები, როგორიცაა კაბერნე სოვინიონი ან შირაზი, ნარგავების მხოლოდ 6%-ს შეადგენს.“

სტატიაში საუბარია რქაწითელისგან დაწურულ თეთრ, ცქრიალა ღვინოებზე, რომელიც ყველსა და თონის პურს უხდება, არომატულ ქისზე, მწვანე კახურსა და წითელ ღვინოებზე: „საფერავი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ცნობილი ვაზის ჯიშია. მისგან წითელ ღვინოებს აყენებენ  კენკროვანი და პიკანტური ნოტებით, რომლებიც ქვევრში კიდევ უფრო იკვეთება“.

სტატიის დასასრულს ავტორი ქართველ მეღვინეებზეც საუბრობს, რომლებიც უფრო ხშირად მოგზაურობენ, ესწრებიან სხვადასხვა ფესტივალებს და მსოფლიოსაც უფრო უკეთ აცნობენ თავიანთ ღვინოს: „პატარა მარნების რიცხვი გაიზარდა და მათ მიერ დაყენებული ღვინის ხარისხიც ბევრად უკეთესი გახდა. მსოფლიომოვლილი  ქართველი მეღვინეები სამშობლოში შთაგონებულნი ბრუნდებიან უკან“- ვკითხულობთ სტატიაში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.