გამოქვეყნებულია: 30 ივნისი, 2013 - 00:45
ერთ–ერთი საუკეთესო იტალიური ღვინოა, რომელიც კი დამილევია. სახელოვანი იტალიური ადგილწარმოშობის ღვინოა ვენეტოს მხარიდან (80% კორვინა, 15% რონდინელა, 5% ოსელეტა). ძოწისფერია, ფერში დავარგების მცირედი კვალით, ძალზე ინტენსიური პირველი სურნელებით, სადაც ჩახარშული ხილი და ტკბილი სუნელები გამოდის წინა პლანზე (ჯანჯაფილი), დაგემოვნებისას მუხის კვალიც გასდევს ნაზად, რომელიც ყავის დახვეწილ სურნელში გამოიხატება. მშრალია, საშუალო მჟავიანობით, საკმაოდ ტანინიანი და სხეულიანი. დაუვიწყარი ღვინოა, კარგად დაბალანსებული და ძალიან ხანგრძლივი დაბოლოებით. ინგლისში ეს ღვინო 50 გირვანქა სტერლინგი ღირს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი