Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო Foodex Japan 2016-ზე

იაპონიაში კვებისა და სასმელების გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა - Foodex Japan 2016  გუშინ, 8 მარტს გაიხსნა. საქართველოდან გამოფენაში ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია იღებს მონაწილეობას. დღეს კი Foodex Japan-ის სემინარების პროგრამის ფარგლებში ღვინის პროფესიონალებისა და დაინტერესებულ პირთათვის ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - გიორგი სამანიშვილი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჩოლობარგია ჩაატარებენ სემინარს, სახელწოდებით - „საქართველო - 8000 რთველი“. 

Foodex Japan აზიის კვებისა და სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, რომლის ორგანიზებაშიც ჩართულნი არიან როგორც იაპონიის სამთავრობო ორგანიზაციები, ასევე - კერძო სექტორის ყველაზე მსხვილი მოთამაშეები - სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციები და სხვადასხვა გავლენიანი სუბიექტები. 

გამოფენა 30 000 კვ.მ-ზე ვრცელდება და მასში ყოველწლიურად საშუალოდ, 3 000 კომპანია იღებს მონაწილეობას, მსოფლიოს 80-მდე რეგიონიდან და ქვეყნიდან. წარმოდგენილია საკვები და სასმელი პროდუქციის, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალებების, საგანმანათლებლო და საინფორმაციო რესურსების 3700 სტენდი.  

ღონისძიება წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი მიზანია ბიზნეს-ურთიერთობების ხელშემწყობი გარემოს შექმნა აზიის ბაზრებისათვის. შესაბამისად, გამოფენის სლოგანია - „იაპონია - აზიური ბაზრების კარიბჭე“. 

წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებს 80 ქვეყანა და რეგიონი. ღონისძიებას 77 000 პროფესიონალი ვიზიტორი დაესწრება. ქართულ ღვინოებს გამოფენაზე წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი შემდეგი კომპანიები: თელავის ღვინის მარანი, კახური, შუმი, მეღვინეობა ხარება, ვაზიანი, კომპანია კახური ღვინის მარანი, KTW, ქიმერიონი. 

გამოფენა 4 დღეს გასტანს და 11 მარტს დაიხურება. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული