Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორი იქნება ქართული ღვინის მომავალი?

ონლაინ გამოცემა eurasianet, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ქართული ღვინის მომავალზე წერს.

24 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ 2022 წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის იგივე მონაკვეთთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 40%-ით გაიზარდა.

საქართველოს ღვინის ექსპორტის 74% რუსეთზე, უკრაინასა და ბელორუსზე მოდის. რაც იმას მოწმობს, რომ მიმდინარე მოვლენები მთლიანად ინდუსტრიისთვის საფრთხის შემცველია.

„სრული სურათი, თუ რამხელა იქნება საბოლოო დანაკარგი თვეების შემდეგ, ჯერ არ ვიცით. თუმცა, ამ ეტაპზე უკრაინის ბაზარზე ექსპორტი სრულად შეჩერებულია.“, ამბობს ირაკლი ჩოლობარგია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩეველი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი სირთულეები სექტორისთვის უცხო არ არის, რაშიც 2006 წლის ემბარგო იგულისხმება. მას შემდეგ, რაც ბაზრის 87%, რომელიც რუსეთზე მოდიოდა, ერთ ღამეში აღარ არსებობდა, უკრაინა მთავარი საექსპორტო ქვეყანა გახდა. ეს აკრძალვა გარკვეული წარმატებების წინაპირობად იქცა, დაიწყო ღვინის ქარხნების მოდერნიზაცია, ხარისხზე მეტი ზრუნვა და ბაზრების დივერსიფიკაცია. აკრძალვის მოხსნის შემდეგ კი სექტორი ისევ რუსულ ბაზარზე გადაეწყო. ამ 10 წლის განმავლობაში ქართული ღვინო 62 ქვეყანაში გადიოდა, არაერთი წარმატება ხვდა ჩინეთში, პოლონეთში, ყაზახეთსა და ბელორუსიაში.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელსაც რუსეთი ყველაზე დიდი საექსპორტო ქვეყანა იყო, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ეს წელი ინდუსტრიისთვის საუკეთესო იყო. 2022 წლისადმი კი დადებითი მოლოდინები არსებობდა, სანამ რუსეთი უკრაინაში ომს არ დაიწყებდა.

„ომის დაწყებისთანავე რუსეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში ექსპორტი შევწყვიტეთ“, - ამბობს „თელიანი ველის“ კომერციული დირექტორი ირაკლი ბოკუჩავა. ეს სოლიდარობის გამოხატვის ფორმა იყო. აქამდე კომპანიის გაყიდვების 25% რუსეთზე მოდიოდა, თუმცა, გაყიდვების გუნდმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.  ბოკუჩავას აზრით, სახელმწიფოს მხრიდან რთვლის მეტი მხარდაჭერაა საჭირო.

სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო სანქციებს უწესებს რუსეთს, საქართველო მათ არ შეუერთდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ რუსეთი ქვეყნის სავაჭრო უმსხვილესი პარტნიორია, ამასთანავე ყველაზე არასაიმედოც. ავტორი იხსენებს 2019 წლის საპროტესტო აქციების შემთხვევას და საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ ქმედებებსაც უარყოფითად აფასებს.

124-მა მეღვინემ და ღვინის დისტრიბუტორმა მთავრობას ღია საპროტესტო წერილით მიმართეს და რუსეთში ექსპორტის აკრძალვას ითხოვენ. მართალია, მსგავსი მარნების წილი ძალიან მცირეა და ბაზარს უფრო მეტად მსხვილი კომპანიები ამარაგებენ, თუმცა ეს მეღვინეობები სხვა კომპანიებსაც მოუწოდებენ შეუერთდნენ აქციას. ეს, მათი აზრით,  კერძო სექტორის მიერ დაფიქსირებული პოზიცია იქნებოდა.

გლობალური სანქციების უარყოფით შედეგებს უკვე მსხვილი მწარმოებლებიც განიცდიან. „ძმები ასკანელის“ ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ოსეფაშვილი ამბობს, რომ იმპორტიორები უკრაინაში ოფისებს ხურავენ. ამ დროისთვის „ასკანელმა“  რუსეთსა და ბელორუსში ექსპორტი შეაჩერა. ისინი 2022 წელს რუსეთში მიწოდების გაზრდას გეგმავდნენ, თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე, თავს იკავებენ.

პანდემიის დროს საკმაოდ დაზარალებული „შატო მუხრანის“ ტექნიკური დირექტორი პატრიკ ჰონეფი ინტერვიუში ამბობს, რომ მათი მთავარი ვალდებულება ბიზნესის შენარჩუნებაა. მისივე აზრით, თუ მთავრობა ექსპორტს აკრძალავს  ეს საქართველოს უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე აგრესორს. თუმცა, კომპანია ბაზრების დივერსიფიკაციას განსაკუთრებით აქტიურად ცდილობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩინეთის ბაზარია.

ქართული ღვინის კომპანიისთვის ჩინეთი ერთ-ერთი მთავარი ბაზარი ხდება. საქართველო იმ ოთხ ქვეყანას შორისაა, რომელსაც ჩინეთში ღვინის ექსპორტზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს. ამის შედეგად, გასულ წელს 6 მილიონი ბოთლი ექსპორტირდა (1 მილიონი ბოთლით ჩამორჩება კოვიდამდელ მაჩვენებელს).

მოხერხდება თუ არა ისეთ მზარდ ბაზრებზე, როგორიც ჩინეთია, ექსპორტის გაზრდა, ეს მოთხოვნაზეა დამოკიდებული, - ამბობს ჩინეთში VinosVivo Wine Media-ს დამფუძნებელი ეილინ ლი.

თუ საქართველოს ბაზრებზე გადასვლა სურს, ღვინის ექსპორტიორებმა და ეროვნულმა სააგენტომ მარკეტინგული და პოპულარიზაციისთვის საჭირო კამპანიები უნდა გააძლიერონ. ღვინის ეროვნული სააგენტო ამჟამად რვა ბაზარზე მუშაობს, მათ შორის ჩინეთში, მაგრამ პანდემიის გამო საზღვარგარეთ საქმიანობა ფერხდებოდა.

ჩოლობარგია ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რომ ღვინის საერთაშორისო ბაზრობები „დაბრუნდა“ ახლა, როცა კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია, სააგენტოს „აქტიურობა უფრო ინტენსიური გახდება“.

კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც რუსეთის ბაზარი დატოვა „თბილღვინოა“.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული