Home
ქართული | English
ივნისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მათე დოლიძე, მათეს მარანი, მცირე მარნების ანთოლოგია (63)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარნის დაარსება გადავწყვიტე 2017 წელს, ჩემს მეუღლესთან ერთად. ჩვენს შემთხვევაში ეს არ იყო ოჯახური ტრადიციის გაგრძელება, პირიქით, ფაქტობრივად სულ თავიდან მოგვიწია ყველაფრის დაწყება. მარნის შექმნის იდეა ეფუძნებოდა, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესს და სიყვარულს ღვინის წარმოების პროცესის მიმართ და ასევე წარმოადგენდა ჩვენი იმდროინდელი საქმიანობის გაგრძელებასაც, რადგან ორივენი ჩართული ვიყავით ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში. გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარა ის ფაქტიც, რომ გვქონდა კარგი ადგილმდებარეობა, თანაც ქუთაისთან ახლოს ნამდვილად იყო ასეთი ობიექტების ნაკლებობა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ამ ეტაპზე გვაქვს ცოლიკოურის და მცირე რაოდენობით ციცქას ჯიშის ვენახი. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ გავაშენოთ ოცხანური საფერე.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებთ იმერული წესით დაყენებულ ციცქა-ცოლიკოურის ღვინოს, რომელიც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული არომატებით, სასიამოვნო ბუკეტით და ჰარმონიული დაბოლოებით. ღვინო არის გაუფილტრავი, დანამატების გარეშე.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ღვინის რეალიზაცია ხდება მხოლოდ ადგილზე, ჩვენს მარანში. მცირე წარმადობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მაღაზიებთან არ ვთანამშრომლობთ.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

 არა.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

დახვეწა უნდა დაიწყოს პირველ რიგში ვენახიდან, შეწყდეს შხამ-ქიმიკატების გამოყენება და მეტი ყურადღება დაეთმოს ყურძნის ხარისხს. ბოლო პერიოდში ასევე დიდ სირთულეს წარმოადგენს ხარისხიანი ქვევრების/ჭურის შეძენა, უმეტეს შემთხვევაში არის თიხის გამოწვის პრობლემა, რაც ცუდად აისახება ღვინოზე.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს ტრადიციული მეთოდებით ქვევრში/ჭურში დაყენებულ ღვინოზე და ყურადღება გამახვილდეს ქართულ ავთენტურ ჯიშებზე.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

პირველ რიგში ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა დააგროვონ დარგის შესახებ, ტრადიციულთან ერთად გაეცნონ თანამედროვე მეთოდებს და გამოცდილებასაც. თუმცა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია იზრუნონ ღვინის ხარისხზე და არა რაოდენობაზე.

 მათეს მარანი

მარნის მისამართი: სოფ. ბანოჯა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

ტელეფონი: +995 571 318 998; +995 574 443 935

ელფოსტა: mateswine1@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/winecellarmate

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული