Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქაღალდის ბოთლი

ქაღალდის ტარის მწარმოებელი ბრიტანული კომპანია GreenBottle და ღვინო Truett-Hurst-ის კალიფორნიული მეურნეობა შეთანხმდნენ, რომ მსოფლიოში პირველად ღვინოს ქაღალდის ბოთლში ჩამოასხამენ.  მართალია, ქაღალდის ტარა უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ამ სახის ჭურჭლით ძირითადად რძის პროდუქტების კომპანიები სარგებლობდნენ. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ღვინო Truett-Hurst-ის მწარმოებელებმა გადაწყვიტეს, ექსპერიმენტი ჩაატარონ და გამოუშვან ღვინო Paperboy, რომელიც ქაღალდის ბოთლებით გაიყიდება.

ქაღალდის ბოთლს მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია – პირველ რიგში, ის 7-ჯერ მსუბუქია (იწონის 65 გრამს), ვიდრე მინის ჭურჭელი. საცობის ნაცვლად მას მეტალის ხრახნიანი თავსახური ეხურება. გარდა ამისა, ქაღალდი ეკოლოგიურად სუფთაა და უკეთ “ერწყმის” გარესამყაროს, ვიდრე მინა. ახლებური ჭურჭელი მომხმარებლისთვისაც უფრო მოსახერხებელია. მათ აღარ დაჭირდებათ იმაზე ფიქრი, თუ სად შეინახონ ცარიელი ბოთლები. საინტერესოა, რომ შეგიძლიათ ქაღალდის ბოთლი სამი საათის განმავლობაში ყინულში ჩააციოთ, თუმცა მერე რა მოხდება, ამაზე საუბარს მწარმოებლები დუმილს ამჯობინებენ.

მრავალი დადებითი მხარის მიუხედავად, ამ ბოთლს ერთი დიდი ნაკლი აქვს – ეს არ არის მინის ბოთლი. თუკი შინ სტუმრებს მოიწვევთ, ლამაზად გაწყობილ მაგიდას ქაღალდის ბოთლი ნამდვილად არ დაამშვენებს. ბოთლი ისეა მოხატული, რომ ჩვეულებრივი მინის ჭურჭელი გეგონებათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც საპიკნიკე ჭურჭლის შესახედაობა აქვს. მოკლედ, თუ მაინც და მაინც მწვანეთა მოძრაობის დიდი მხარდამჭერი არ ხართ, ასეთ ბოთლს მხოლოდ მრავალფეროვნების გამო თუ იყიდით. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, კომპანიას დიდი იმედი აქვს, რომ მისი ახალი პროდუქტი მეტად პოპულარული გახდება და მალე ასეთ ბოთლებში მაღალი ხარისხისა და დონის ღვინოებსაც ვიხილავთ, თუმცა ამას დიდი დრო დაჭირდება. მანამდე კი ქაღალდის ბოთლში ჩამოსხმული Truett-Hurst Paperboy 2012 შეგიძლიათ ამერიკის სუპერმარკეტებში შეიძინოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული