Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იაგო ბიტარიშვილმა ვაზის საზამთრო-საგაზაფხულო ოპერაციების შესახებ ლექცია ჩაატარა

1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში საქართველოს ღვინის კლუბის მორიგი ლექცია პროფესიონალმა მევენახემ და მეღვინემ, იაგო ბიტარიშვილმა ჩაატარა. ლექცია ვაზის გასხლვასა და ზამთარ-გაზაფხულის სხვადასხვა ოპერაციებს შეეხებოდა. 

თავდაპირველად მომხსენებელმა მიმოიხილა ვაზის გასხლვის მნიშვნელობა და უპირატესობანი. მან აღნიშნა, რომ გაუსხლავად ნაზარდ ვაზს ახასიათებს არათანაბარი მოსავალი, არასათანადო სიმწიფე, ნაკლები სიტკბო, მეტი მჟავიანობა, წვრილი და უხარისხო მარცვალი და სხვ. მანვე ვაზის გასხლვის მიზნებიც გააანალიზა და აღნიშნა, რომ ამ ღონისძიების შედეგად მოსალოდნელია ყურძნის ხარისხის გაუმჯობესება, რქის დროული და მთლიანი დამწიფება, ვაზის ზრდა-განვითარებისთვის და ვაზის მიერ სინათლის, სითბოსა და ჰაერის შეთვისებისთვის უკეთესი პირობების ჩამოყალიბება.  

იაგო ბიტარიშვილმა ისაუბრა ვაზის გასხლვის მეთოდებზე; გასხლვა-ფორმირებაზე, კორდონული ტიპის გასხლვაზე, ნიადაგის ტიპებსა და მისი დამუშავების წესებზე. გააანალიზა მულჩირების როგორც უმნიშვნელოვანესი აგროტექნიკური ღონისძიების, არსი და მისი უპირატესობები. მისი თქმით, მულჩირება ის ღონისძიებაა, რომელიც ამცირებს ნიადაგის ტენის ჭარბ აორთქლებას, იცავს ნიადაგს ჩარეცხვისგან და ხელს უწყობს მისი სტრუქტურის გაუმჯობესებას, მულჩირების შედეგად მცირდება სარეველების გავრცელება, რეგულირდება ნიადაგის სითბური რეჟიმი, ძლიერდება მასში სასარგებლო ბიოქიმიური პროცესები და სხვ. 

ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. აუდიტორიამ პროფესიონალი მევენახე-მეღვინესგან მიიღო კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული