Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ნიგვზიანი ბადრიჯანი

 

ბადრიჯანი დავჭრათ მოგრძო თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და ცოტა ხნის შემდეგ გავწუროთ. დავაწყოთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და შევწვათ. მოვამზადოთ ნიგვზიანი წვენი: წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, სუნელი, გამოვწუროთ ზეთი; წვრილად დავჭრათ ხახვი, რეჰანი, ქონდარი, ოხრახუში, ქინძი, ნიახური, ომბალო, კამა. ყველაფერი ეს გავხსნათ ძმარში, რომელშიც არეული იქნება 5-6 სუფრის კოვზი ადუღებული, ცივი წყალი. ამ წვენში ჩავაწყოთ შემწვარი ბადრიჯანი. ასეთი წესით გაკეთებული ბადრიჯნის სუფრაზე მიტანა უკეთესია მომზადებიდან 3-4 საათის შემდეგ.

მასალა: ბადრიჯანი – 1 კგ. ზეთი – 3-4 სუფრის კოვზი, ნიგოზი – 1,5–2 ჩაის ჭიქა, ხახვი – 1-2 თავი, მწვანილი – 3-3 ძირი, ძმარი – 3-4 სუფრის კოვზი, მარილი, ნიორი, წიწაკა გემოვნებით.
 
თამარ ლომიძე

 

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული