ბადრიჯანი დავჭრათ მოგრძო თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და ცოტა ხნის შემდეგ გავწუროთ. დავაწყოთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და შევწვათ. მოვამზადოთ ნიგვზიანი წვენი: წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, სუნელი, გამოვწუროთ ზეთი; წვრილად დავჭრათ ხახვი, რეჰანი, ქონდარი, ოხრახუში, ქინძი, ნიახური, ომბალო, კამა. ყველაფერი ეს გავხსნათ ძმარში, რომელშიც არეული იქნება 5-6 სუფრის კოვზი ადუღებული, ცივი წყალი. ამ წვენში ჩავაწყოთ შემწვარი ბადრიჯანი. ასეთი წესით გაკეთებული ბადრიჯნის სუფრაზე მიტანა უკეთესია მომზადებიდან 3-4 საათის შემდეგ.