Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჰილარიუს პიუტცის ლექცია ღვინის კლუბში


საფესტივალო სეზონის შემდეგ, ღვინის კლუბმა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში განაახლა ლექცია-სემინარები მევენახეობა-მეღვინეობის თემაზე. 6 ივნისს ღვინის კლუბის წევრებს და დაინტერესებულ სტუმრებს ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი კომპანიის - „ბაგრატიონი 1882“-ის მოწვეული სპეციალისტი, ჰილარიუს პიუტცი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პრობლემებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა.
გერმანელი სპეციალისტი საქართველოში უკვე 4 წელია მუშაობს. მისი დაკვირვებით, საბჭოთა პერიოდში ქართული მევენახეობა-მეღვინეობა საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა და ტრადიციული მეღვინეობის მქონე ევროპული ქვეყნების შესაბამისი დარგების განვითარების დონეს ჩამორჩა. ძველი თაობის ქართველი სპეციალისტები ევროპულ ტექნოლოგიებს და ტექნიკას ძნელად იღებენ. მხოლოდ ბელარუსის ტრაქტორების გამოყენებით კი ვენახების მდგრადი მოვლა-პატრონობა შეუძლებელია, თუკი მევენახეს უნდა, ნაკლები შრომა და ხარჯი გასწიოს და თან ღვინისთვის აუცილებელი ხარისხიანი ნედლეული მიიღოს.
ჰილარიუს პიუტცის ლექციის დიდი ნაწილი მევენახეობაში ნაკლები შესაწამლი საშუალებების გამოყენებისა და ნიადაგის ბიოლოგიური სტრუქტურის დაცვის თემას ეხებოდა. „თანამედროვე ტექნიკა აუცილებელია, მაგრამ ამ ტექნიკის გამოყენება უნდა იცოდე ისე, რომ იგი ვენახს წაადგეს და არა ისე, რომ ნიადაგიც გამოფიტოს და ვაზიც დააკნინოს“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, კომპანია „ბაგრატიონი 1882“ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად აშენებს ვენახებს ქართლსა და იმერეთში. ძირითადად ირგვება ქართული ჯიშები, რომლებიც ტრადიციულად, ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება: ციცქა, მწვანე კახური, ჩინური, გორული მწვანე. ცქრიალა ვარდისფერი ღვინოებისთვის კომპანია იყენებს საფერავს, წელს კი ბაზარზე კიდევ ერთი ქართული ვაზის ჯიშის - თავკვერის ვარდისფერი ღვინო გამოჩნდება.
თუ როგორი ხასიათის ღვინო მიიღება ვაზის ამ ჯიშების ნაყოფისგან, ჰილარიუს პიუტცმა დამსწრე საზოგადოებას საილუსტრაციოდ „ბაგრატიონი 1882“-ის ხუთი სახეობის ღვინო გაასინჯა. მათ შორის ყველაზე საინტერესო იყო ჩინურის, მწვანე კახურისა და ციცქასგან კლასიკური ბოთლური მეთოდით დაყენებული მშრალი ცქრიალა ღვინო და საფერავისგან დაყენებული ვარდისფერი ცქრიალა ღვინოები.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული