Home
ქართული | English
აგვისტო 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შესაძლო ახალი რეგულაციები ევროკავშირის ღვინის ბაზარზე

3 თებერვალს „ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციასა“ (OIV) და „მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციას” (WHO)  შორის შეხვედრა გაიმართა. მიზანი ალკოჰოლთან დაკავშირებულ პოლიტიკაში ღვინის როლის განხილვა იყო.  არსებობს იმის საფრთხე,  რომ თამბაქოს მსგავსად, ღვინის ბოთლებზეც სავალდებულო გახდეს გამაფრთხილებელი ეტიკეტების გამოყენება. შეხვედრაზე "ვაზისა და ღვინის საერთაშორსო ორგანიზაციის“ მთავარი მიზანი ღვინის ზომიერი მოხმარების, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილაის, წარმოჩენა იყო. მათი პოზიცია ემყარება კვლევებს, რომლებიც მოწმობს აღნიშნული ორი საერთაშორისო ორგანიზაციის დამოკიდებულება, ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, რამდენად ახლოს შეიძლება იყოს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ 2022 წლის მაისში გეგმავს „ალკოჰოლის მავნე მოხმარების შესამცირებლად გლობალური სტრატეგიის“ შემუშავებას. ეს გულისხმობს  როგორც ფასის მინიმალური ზღვრისა და გადასახადების დაწესება, ისე ე.წ. გამაფრთხილებელი ეტიკეტების შემუშავება და დანერგვა. ამის საწინააღმდეგოდ, "ვაზისა და ღვინის საერთაშორსო ორგანიზაცია" ცდილობს დაანახოს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა“ და ევროკავშირს, რომ მათი პოზიცია ემყარება არასრულფასოვან კვლევებს, რომლებიც შორსაა რეალური სურათისგან. მათივე აზრით, მსგავს კვლევებს აქვს პრობლემა არამხოლოდ ანალიზის ნაწილში, არამედ დასკვნაში გათვალისწინებული არაა უკვე არსებული მონაცემები.

"ვაზისა და ღვინის საერთაშორსო ორგანიზაციის" წარმომადგენელი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების  ღვინის ბაზარზე დიდ  გავლენას იქონიებს. მისივე აზრით, ალკოჰოლური სასმელების ბაზრის წინააღმდეგ  ანტიალკოჰოლური მოძრაობა შესაძლოა უფრო ინტენსიური გახდეს. მანამდე კი, 14 თებერვალს გაიმართება საბოლოო კენჭისყრა - უნდა გაითვალისწინოს თუ არა „მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ“ ევროკავშირის რეკომენდაციები.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული