გამოქვეყნებულია: 5 იანვარი, 2010 - 15:11

1 კგ. საქონლის ხორცი (რბილი, საშუალო ნაჭრებად დაჭრილი)
2 ცალი ბულგარული წიწაკა
2 ცალი კარტოფილი
1 ცალი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
2 ს.კ. პაპრიკა
1,5 ჩ.ჭ. წყალი
50 მლ. შავი ღვინო
300 გრ. დაჭრილი პამიდორი
1 ს.კ. ტომატ პასტა
200 გრ. სოკო (თუ გიყვართ)
ძალიან მაღალ ცეცხლზე ვშუშავთ ხორცის ნაჭრებს, ვამატებთ დაჭრილ ხახვს და დაჭყლეტილ ნიორს, ცოტახანს კიდევ ვშუშავთ. ვაყრით კუბებად დაჭრილ კარტოფილს და ბულგარულ წიწაკას, ვამატებთ ტომატ პასტას, პაპრიკას, ვასხამთ წყალს და ძალიან დაბალ ცეცხლზე, თავდახურულს ვამზადებთ. ხორცი გავსინჯოთ, თუ თითქმის მზად არის, ვამატებთ დაჭრილ პამიდორს და ვასხამთ ღვინოს, ვაგემებთ მარილით, ვამზადებთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში. წესით ფქვილით ასქელებენ გულიაშს, მე კარტოფილის ხარჯზე შევასქელე, თუ თხელი წვენი მოგეჩვენათ, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ს.კ. ფქვილი. სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ ოხრახუში. გარნირად ბრინჯიც უხდება.
© rtuli
თემა:
გულაშს თვითონ უნგრელები
ავტორი: hirondelle - 12/01/2010
გულაშს თვითონ უნგრელები პერკელტს უწოდებენ და მისი მრავალი სახეობა არსებობს უნგრეთის სხვადასხვა კუთხეში
პს. მემგონი სურათი უნდა გამოიცვალოს, რადგან არ შეეფერება მოცემულ რეცეპტს, სადაც სტაფილო ნახსენები არ არის, ისე სტაფილო გულაშისთვის მართლა ზედმეტია :D
- reply
არც სტაფილოა ნახსენები და
ავტორი: გიორგი - 16/07/2010
არც სტაფილოა ნახსენები და პაპრიკა რაა ვერ გავიგე,დაწერე წიწაკა რა ცუდი სახელია წიწაკა თუ რა,ცოტა კიდე გამართეთ რეცეპტი
- reply










