Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იშვიათი კონიაკი ტყეში ინახებოდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვაში გამოიტანეს იშვიათი კონიაკი The Last Drop Cognac. ეს სასმელი უნიკალურია რამდენიმე მიზეზით - ფასის (ბოთლი თითქმის 3 ათასი დოლარი ღირს), ასაკის (60 წლის დაძველებით), და იმ ფაქტის გამო, რომ კონიაკის მუხის კასრებს საფრანგეთში, კონიაკის რეგიონის ტყეში, მიტოვებული ქარხნის ბაზაზე მიაგნეს. "ეს უბრალოდ ჯადოსნური კონიაკია”, - აცხადებს კომპანია The Last Drop Distillers Ltd-ს პარტნიორი ტომ იაგო. "მართალია, კასრების მოსაძიებლად დიდი დრო დაგვჭირდა, სამაგიეროდ, ელიტური კონიაკის დამფასებლებს დღეს სიამაყით წარვუდგენთ ამ ძვირფას ბოთლებს”. "კონიაკ Last Drop Cognac-ის ხელში ჩაგდების შანსი ძალიან მცირეა, ვინაიდან მისი მხოლოდ 478 ბოთლია ჩამოსხმული. ეს კონიაკი ბაზარზე თავის ნიშას ავსებს” - აცხადებს The Last Drop Distillers Ltd-ს იმპორტიორი და კომპანია Infinium Spirits-ის პრეზიდენტი, ბილ ანდერსონი. კონიაკმა დისტილაცია თავის დროზე თუჯის სახდელ ქვაბებში გაიარა და შემდეგ 60 წლის განმავლობაში, მუხის კასრებში ძველდებოდა. როდესაც ტომ იაგო ამ კასრებს ტყეში გადააწყდა, სითხის დიდი ნაწილი უკვე აორთქლებული დახვდა, მაგრამ რაც გადარჩა, გამორჩეულად არომატული და ძვირფასია. "მე აღფრთოვანებული დავრჩი, როცა კონიაკი გავსინჯე”- აცხადებს ტომ იაგო. "სასმელი აღმოჩნდა დაძველებულიც და, იმავდროულად, ახალიც. ვგულისხმობ იდეალურ ბალანსს - სასმელი ნამდვილად ძველია, მაგრამ ამასთანავე, მასში იგრძნობა კონიაკის ახალგაზრდა სული.” როგორც ყველა სხვა სასმელი, რომელიც 60 წელი ძველდებოდა, ეს კონიაკიც განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს. ის თითოეულ ბოთლში ხელით ჩამოასხეს, ცვილით დალუქეს, შემდეგ ტყავის შალითაში შეფუთეს. კონიაკს შესაბამისი სერთიფიკატიც ახლავს თან, მასში მითითებულია სასმელის ბოთლებში ჩამოსხმის თარიღი და თითოეული ბოთლის ნომერი. შალითაში, დიდ ბოთლთან ერთად ასევე დევს მომცრო, 50 მლ. მოცულობის ბოთლი ამავე კონიაკით. ეს იმისთვისაა, რომ მყიდველმა, რომელიც კონიაკს საჩუქრად იძენს, თავადაც შეძლოს ამ კეთილშობილი სასმელის დაგემოვნება. The Last Drop Cognac ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია Infinium Spirits-ის მიერ იქნება რეალიზებული. მისი საცალო ფასი ბოთლზე დაახლოებით 2700 დოლარს შეადგენს.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული