Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გამხნევდით კოფეინიანი ლუდით

რას იტყოდით დილიდან მცირეოდენ ლუდზე, მაგრამ არა უბრალო, არამედ კოფეინიან ლუდზე? სწორედ ასეთი სასმელი შექმნეს ბრიტანული კომპანია Fordham and Dominion Brewing Company-ის სპეციალისტებმა. ლუდი Morning Glory ანუ “დილის ნათება” 9-გრადუსიან პორტერს წარმოადგენს. მის დასამზადებლად რობუსტას ჯიშის ყავის  მოხალული მარცვლები და ხორბლის ალაო გამოიყენება. სვია კოფეინიან ლუდს მისთვის აუცილებელ მომწარო გემოსა და ხილის ნოტებს მატებს. სასმელი ესპრესოსა და შოკოლადის არომატით ხასიათდება. Fordham and Dominion Brewing Company-ის სპეციალისტი უოლტერ ტრიფარის თქმით, ამ ლუდის შექმნის პროცესში ისინი აქტიურად თანამშრობლობდნენ ყავის დამამზადებელ ადგილობრივ კომპანიასთან, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათი ლუდისთვის განკუთვნილი ყავის მარცვლები კარგად იქნებოდა მოხალული. “ჩვენმა მცდელობამ ნაყოფი გამოიღო და საოცრად დაბალანსებული, არომატული პორტერი მივიღეთ,” - აცხადებს ბატონი ტრიფარი. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული