Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

130 ჯილდო საქართველოს Decanter World Wine Awards 2024-ზე

ელენე ცინცაძე

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის, Decanter World Wine Awards-ის წლევანდელი შედეგები გამოქვეყნდა. მთლიანობაში,როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, 18 000-ზე მეტი ნიმუში შევიდა კონკურსი. ჟიურიში კი სულ 243 ექსპერტი იყო, მათ შორის 20 ოსტატი სომელიე, 61 ღვინის ოსტატი 33 ქვეყნიდან. ბრმად გაისინჯა 18 143 ღვინო 57 ქვეყნიდან და გამოვლინდა: 50 best in show, 117 პლატინა, 643 ოქრო, 5978 ვერცხლი და 8016 ბრინჯაოს მედლები.

მთავარი მოთამაშეები: საფრანგეთმა დაიბრუნა პირველი ადგილი და პოზიცია DWWA-ში წელს12 best in show-თი და 28 პლატინის მედლით. ეს რიცხვები კი ყველაზე მეტია, ვიდრე კონკურსში მონაწილე სხვა ნებისმიერი ქვეყნის. რეგიონალური ჩემპიონები იყვნენ ბურგუნდია და შამპანი, რომლებმაც 9 მედალი ამ კატეგორიებში.3 best in show ბურგუნდიიდან იყო, 2 კი შამპანიდან. ენდრიუ ჯეფორდმა, კონკურსის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რამდენად დახვეწილი გემო და არომატები აქვს ამ ღვინოებს.

 2023 წლის კონკურსზე ავსტრალიისთვის გამორჩეული წლის შემდეგ, ქვეყანამ შეინარჩუნა თავისი სტატუსი მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებს შორის რვა საუკეთესო შოუს მედლით DWWA 2024-ზე, მეორე ადგილზე მხოლოდ საფრანგეთის შემდეგ.

ყველა კატეგორიის (საუკეთესო შოუში, პლატინის და ოქროს მედლები) მთლიანი ანალიზის საფუძველზე რეიტინგი ასეთია:

საფრანგეთი პირველ ადგილზეა, მეორე ადგილს ესპანეთი იკავებს -  89 ოქროს მედალი, 17 პლატინა და 7 საუკეთესო შოუში.იტალია მე-3 - 18 პლატინის მედალი, ოქროს მედლების დიდი რაოდენობა და 6 საუკეთესო შოუში). ავსტრალია  მე-4-ზე გავიდა - 10 პლატინის მედალი, 8 best in show). 

იტალიის რეგიონალური ტრიუმფები: პლატინის კატეგორიაში იტალია 18 მედლით გამოირჩეოდა. Lazio-ს პირველი გამოჩენა იყო best in show-ში გასაოცარი belloneთი. პიემონტი დომინირებს 20 მედლით. ალტო ადიჯე კი 18 დაჯილდოვებული ღვინით, მათ შორის ერთ-ერთი Passito Gewürztraminer-ია.ტოპ გამორჩეული ღვინოა alta alella Mirgin Exeo Evolució Gran Reserva Brut Nature 2004 - და Vinchio Vaglio, Le Nocche Grignolino 2022. 

ახლა, რაც შეეხება საქართველოს, ტენდენციური საუბრები გრძელდება ქარვისფერი ღვინის ირგვლივ და წლევანდელ კონკურსში ამ კატეგორიისთვის ოთხი მთავარი მედლის მფლობელია: პლატინა იტალიური ღვინისთვის, ორი ოქრო ქართული ღვინოებისთვის და 1 ოქრო სლოვენიისთვის. საქართველომ მთლიანობაში მოიპოვა 130 ჯილდო. მათ შორის არის 1 პლატინა, ორი ოქრო, 40 ვერცხლი და 87 ბრინჯაო. დაჯილდოვდა 29 ქარვისფერი ღვინო, 70 წითელი, 2 როზე და 29 თეთრი. 

პლატინის ჯილდო დაიმსახურა “ბადაგონის”, საფერავი რეზერვმა, 2010. (97 ქულა), ღვინოს ახასიათებენ ასე: “განსაკუთრებული ღვინოა, ძალიკან მოხდენილი, კარგად დავარგებული. ქლიავისა და ქიშმიშის არომატები იგრძნობა, ასევე სანელებლების ნოტები. არის ძალიან სასიამოვნოდ ტანინიანი, რბილი და დაბალანსებული მჟავიანობის მატარებელი ღვინო.”

ოქროს მედლის მფლობელი ღვინოებია:

თამადა ქვევრი, Georgian wines and spirits, 2018.

ქისი, “მარანი კალო”, 2022. 

ვერცხლი:

collection Secréte, “შატო მუხრანი”, 2019.

Kakhetian Noble, “ბადაგონი”, 2015.

საფერავი, “ბადაგონი”, 2018

ქვევრი ოცხანური საფერე, “მეღვინეობა ბინეხი”, 2019.

მაესტრო საფერავი, “ბადაგონი”, 2021.

ქვევრი რქაწითელი, “მეღვინეობა ბინეხი”, 2015.

ქვევრი ხიხვი, “დურუჯი ველი”, 2022.

ყვარელი განსკუთრებული რეზერვი, Koncho and company, 2019.

დარსა საფერავი, “ეკლიფსე”, 2022.

ქისი, “გურამიშვილის მარანი”, 2019.

სატრაპეზო საფერავი, “თელავის ღვინის მარანი”, 2020.

საფერავი კარბონული მაცერაციით, “კორპორცია ქართული ღვინო”, 2022.

მწვანე-ქისი, “მარანი კონდოლის ვენახები”, 2023.

მარანი ალაზანი ველი, “თელავის ღვინის მარანი”, 2022.

საფერავი, “მეღვინეობა წერეთელი”, 2019.

winery 97, “თელიანი ველი”, 2023.

გლეხური ქისი, “თელიანი ველი”, 2021.

გაუფილტრავი საფერავი winery97, “თელიანი ველი”, 2022.

კაბერნე-საფერავი, “ქინძმარაული მარანი”, 2022.

მეღვინის არჩევანი, “ქინძმარაული მარანი”, 2019.

განსაკუთრებული საფერავი, “ქინძმარაული მარანი”, 2022.

საფერავი-კაბერნე, “ქინძმარაული მარანი”, 2020.

სალომე, “შუმი”, 2020.

ქისი, “დუგლაძე”, 2022.

ქვევრის ქისი, “გურემანი”, 2022.

იბერიული, “შუმი”, 2022.

საფერავი, tandila Wine, 2020.

რქაწითელი, tandila wine, 2022.

ქვევრი მწვანე, “რთველისი”, 2022.

საფერავი რეზერვი, “შატო ბუერა”, 2020.

ბიმბილი ალექსანდროული მუჯურეთული, itsis marani, 2023.

ქვევრი ქისი, “მეღვინეობა ჩელთი”, 2021

found saperavi, marks & Spencer, 2021. 

შედეგებს სრულად გაეცანით Decanter-ის ვებგვერდზე

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული