Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"შატო დ’იკემის" კოლექცია

16 აპრილს ლონდონში, სოთბის აუქციონზე, ღვინის ვაჭრობა გაიმართა. აუქციონზე "შატო დ’იკემის" კოლექციის გაყიდვამ მოსალოდნელს სამჯერ გადააჭარბა. კოლექცია 368 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

"შატო დ’იკემი" ყველაზე საუკეთესოა ბორდოს თეთრ  ღვინოებს შორის. აუქციონზე სასმელის 136 ბოთლი იყო წარმოდგენილი. აქ შედიოდა, 1892 წლიდან დაწყებული 2001 წლის ჩათვლით, ყველა წლის კოლექცია (გამოტოვებული იყო მხოლოდ ოთხად ოთხი წელი).

ასეთ კოლექციებს "ვერტიკალურს" უწოდებენ. ისინი ძალზედ იშვიათია. რობერტ პარკერმა ამ ღვინოს "მილიონერთა საყვარელი ტკბილი ღვინო" უწოდა. კოლექციის დასაუფლებლად ხელჩართული ბრძოლა გაიმართა ორ სატელეფონო მყიდველსა და აუქციონის ერთ უშუალო მონაწილეს შორის. საბოლოოდ, გამარჯვება ანონიმ მყიდველს დარჩა.

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული