Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცქრიალა ღვინის ფესტივალი 2025 — რეგისტრაცია დაიწყო

21 ივნისს 12:00-დან 19:00სთ-მდე  “ღვინის კლუბი“ ცქრიალა ღვინის მესამე ფესტივალზე გიწვევთ. ფესტივალის სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი.

ტრაციდიულად, ცქრიალა ღვინის ფესტივალი მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“ გაიმართება.

მთაწმინდაზე დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, სადაც მეღვინე-მევენახეები იქ მყოფებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. გასინჯავთ ცქრიალა ღვინის სხვადასხვა კატეგორიებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო. 

როგორც ყოველთვის, ფესტივალის კარი ყველასთვის ღიაა!

მარნებმა და კომპანიებმა რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 ივნისი (ადგილების შევსებისთანავე რეგისტრაცია დასრულდება).

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული