Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ველეულა - მცირე მარნების ანთოლოგია (84)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- ველეულას ბრენდი 2021 წელს დავაარსეთ და განსხვავებული კონცეფციით,1.5 ლიტრიანი ბოთლებით მხოლოდ ონლაინ ვყიდით და ადგილზე ვაწვდით სასურველ ღვინოს მომხმარებელს;  ჩვენი მიზანია ხარისხიანი, ბოთლის ღვინო უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ჩვენი ვენახები ხვანჭკარის მიკროზონაში ძირაგეულში, ლაზმაურის ფერდობზე და საკეციაშია;  გაშენებული გვაქვს ალექსანდროული, მუჯურეთული, რაჭული თეთრა, რაჭული მწვანე;  ასევე ექსპერიმენტის სახით ჩვენს ვენახებში გავაშენეთ უსახელაური; ჩვენმა უსახელაურმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მომხმარებლების ასევე სომელიების მხრიდან;  

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?  

- ამ მომენტისთვის 13 სახეობის ღვინო გვაქვს, რაჭა-ლეჩხუმის და იმერული ჯიშების;  ჩვენი მეღვინის ექსპერიმენტით შეიქმნა ჩვენი ერთერთი ბესტსელერი მშრალი ღვინო ვერველევი, რომელიც რაჭული მწვანეს და ცოლიკაურის კუპაჟია; სახელი ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა შეუჩია, როგორც ვერშესალევი ღვინო;

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
- ჩვენი კონცეფციიდან გამომდინარე ჩვენი ღვინოები 1.5 ლიტრიანი ბოთლებით მხოლოდ ონლაინ იყიდება და ადგილზე ვაწვდით მომხმარებლებს; პირველი კლიენტი დღესაც ჩვენი ერთგული მომხმარებელია და ხშირად უკვეთავს თავისთვის თუ სასაჩუქრედ ჩვენს ღვინოებს;

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- ჩვენი ღვინოები ექსპორტზე ეინშენთ ველის სახელით გადის. უკვე გავიტანეთ ამერიკაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში;

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ტარის და სახარჯი მასალების სიმწირე და შესაბამისად მაღალი ფასი.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- მნიშვნელოვანია პირველ რიგში ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და სახელმწიფოსგან ხელშეწყობა მცირე მარნებისთვის ფართო ბაზარზე გასასვლელად;

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

მეტი ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვას ღვინის წარმოებაში

მარნის მისამართი: ამბროლაური, სოფ. ძირაგეული
ტელეფონი: 598424250​
ელფოსტა:info@veleula.ge
ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://veleula.ge/
https://www.facebook.com/VeleulaWine 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული