Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Hadson&Hooker–მა, ამჯერად კომპანია “შუხმანს“ უმასპინძლა

30 სექტემბერს, კლუბს Hadson&Hooker–ში, ღვინოების ტრადიციულ წარდგენაზე, სახელწოდებით – “ღვინის კლუბის არჩევანი“  კომპანია “შუხმანის“ მიერ სამი დასახლების ღვინო იყო წარმოდგენილი. 2008 წლის მოსავლის შარდონე, რომელიც დადუღებულია ევროპულად, ანუ ჭაჭის გარეშე, 2007 წლის მოსავლის წინანდალი და 2008 წლის მოსავლის საფერავი.

აღნიშნული ღვინოები კლუბში წარმოდგენილ საზოგადოებას, “ღვინის კლუბის“ სახელით, კლუბის წევრმა – რეჟისორმა ლევან კიტიამ საკმაოდ საინტერესოდ წარუდგინა. მან მოკლედ მიმოიხილა ღვინის დაყენების ევროპულ და ტრადიციულ წესებს შორის სხვაობა და ისიც აღნიშნა, რომ წარმოდგენილი 2008 წლის მოსავლის საფერავი, გასულ გაზაფხულზე, „ღვინის კლუბის“ დეგუსტაციაზე  საუკეთესოდ დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ კლუბში შეკრებილი საზოგადოების უმეტესობას, ყველაზე მეტად, ღვინო შარდონე მოეწონა.
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com
 
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული