Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აბსენტი

  

აბსენტი მაგარი ალკოჰოლური სასმელია, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა დაახლოებით 70%-ია.

აბსენტის დასამზადებლად ათამდე ბალახის ნაყენი გამოიყენება მაგრამ მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია აბზინდა (Artemisia absinthium), რომლის ეთერზეთებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ტუიონს (უფერო ნივთიერება, მენთოლის მსგავსი მძაფრი სუნით). ზუსტად ტუიონია ის მთავარი ელემენტი, რომელიც იძლევა აბსენტის სახელგანთქმულ მათრობელ ეფექტს.

აბსენტი შეიძლება იყოს გამჭირვალე, ყვითელი, ყავისფერი და ასევე წითელიც, მაგრამ მისი ტრადიციული ფერია ზურმუხტისფერი, რომელიც ქლოროფილის დამსახურებაა. ქლოროფილი კი სწრაფად კარგავს ფერს სინათლის გავლენის ქვეშ. ამიტომ აბსენტს, როგორც წესი, ასხამენ მუქი მწვანე შუშის ბოთლებში.

აბსენტი მუქდება წყლის დამატებისას, რაც იმით აიხსნება რომ გაზავებული სპირტი კარგავს თვისებას შეაკავოს აბზინდას ეთერზეთები და ისინი იშლებიან. 

აბსენტის ბახუსი არ გავს ჩვეულებრივი ალკოჰოლის ბახუსს და შეიძლება იყოს განსხვავებული. მაგალითად მშვიდი მოშვებული მდგომარეობა ან პირიქით ენერგიის მოზღვავება და ეიფორია, ანდა უეცარი და უმიზეზო სიცილი. ხშირია აგრეთვე უმიზეზო აგრესიის შემთხვევებიც. ასე რომ აბსენტი, ისევე როგორც ჩვეულებრივი ალკოჰოლი, განსხვავებულად მოქმედებს ადამიანზე და დამოკიდებულია პიროვნებაზე, ხასიათსა და გარემოებაზე.

ჰალუცინაციები, ისევე როგორც ზემოთაღნიშნული ეფექტები არ არის აბსენტის აუცილებელი მახასიათებლები. ცნობილია ჰალუცინაციების შემთხვევები, როდესაც აბსენტში საერთოდ არ იყო ტუიონი, რაც იმაზე მეტყველებს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ეგრეთ წოდებულ მეორად ფაქტორებს, როგორებიცაა მისი მომზადებისა და დალევის რიტუალი, შექმნილი იდუმალი ატმოსფერო (ბევრ ქვეყანაში აბსენტი აკრძალულია) და ასევე ადამიანის ამტანობა ალკოჰოლისა და აბსენტის ინგრედიენტების მიმართ.

როგორ მოვამზადოთ და დავლიოთ აბსენტი

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ აბსენტი საკმაოდ მწარე სასმელია. მაგრამ მისი სწორად მომზადების შემთხვევაში ის საკმაოდ სასიამოვნო დასალევია. ტრადიციულად აბსენტში აზავებენ ცივ წყალს, რომელსაც ასხამენ სპეციალურ ნასვრეტებიან მეტალის კოვზზე მოთავსებულ შაქრის ნატეხზე.

არსებობს აზრი, რომ ზუსტად ტკბილი წყალი არის ტუიონის მოქმედების კატალიზატორი. წყლის შერევისას სასმელი იმღვრევა და იღებს მოყვითალო-მომწვანო შეფერილობას. ყველაზე გავრცელებული დოზირებაა 5 ნაწილი წყალი და 1 ნაწილი აბსენტი ან უფრო თამამებისთვის “სეიაქი” (3:1). ზოგი მოყვარული ლიმონსაც ამატებს სიმწარის გასანეიტრალებლად. თუმცა ლიმონი ტრადიციის დაღვევად ითვლება.

ფრანგული

ასხამენ აბსენტს ჭიქის 1/3-ზე, ჭიქაზე იდება სპეციალური კოვზი და შაქრის ნატეხი, ხოლო ნატეხზე ასხამენ ცივ წყალს ჭიქის შევსებამდე. შაქარი დნება და მიღებული ვაჟინი (სიროპი) ერევა სასმელს.

ჩეხური

შაქრის ნატეხზე ასხამენ აბსენტს პატარა პორციებით ასევე ჭიქის 1/3-ზე. შემდეგ ნატეხს უკიდებენ ცეცხლს. ანთებული შაქარი იქცევა კარამელად და იღვენთება ჭიქაში. ბოლოს ამატებენ ცივ წყალს. ეს ყველაზე გავრცელებული ხერხია.

დაოსტატებული გურმანები ცეცხლის ინტენსივობით ხვდებიან თუ როდის უნდა შეურიონ სასმელს ცივი წყალი, რათა მიიღონ იდეალური აბსენტი.

რუსული

კეთდება ცალკე შაქრიანი წყალი და შემდეგ ზავდება აბსენტთან შესაბამისი პროპორციით.

სუფთა აბსენტის დალევაც შეიძლება ძლიერ გაციებული 30 გრამიანი პორციებით, მაგრამ ეს ხერხი კარგავს მისი მომზადების რიტუალის მთელ მომხიბვლელობას.

წარმოშობის ისტორია

აბსენტის წარმოშობის ზუსტი ისტორია არავინ იცის, თუმცა ცნობილია რომ აბზინდის ნაყენს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში იყენებდნენ. აბსენტის ისტორია იწყება 1792 წლიდან, როდესაც ფრანგმა ექიმმა ვინმე პიერ ორდინიემ აბზინდის ნაყენისგან სპირტი გამოხადა და მალევე აღმოაჩინა მისი "სამკურნალო" თვისებები. ასე შეიქმნა აბსენტის მომზადების პირველი რეცეპტი.

ზუსტად ამ თვისებების გამოუწოდეს მას “მწვანე ფერია” (la Fée Verte), სახელი, რაც მას დღემდე შემორჩა. იმ დროს აბსენტის საშუალებით აპეტიტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულაციისთვის იყენებდნენ. მას აგრეთვე აზავებდნენ ღვინოში, რათა მისი მათრობელი თვისებები გაეძლიერებინათ. მისი იდუმალი სახელი “მწვანე ფერია” ასოცირდებოდა ჯადოსნობასთან, მითოლოგიასთან და მანდილოსნების გულის დაპყრობასთან, რაც აბსენტს პოპულარობას მატებდა.

1797 წელს ორდინიეს ნათესავმა ანრი-ლუი პერნომ შვეიცარიაში გახსნა პირველი აბსენტის ქარხანა და 1805 წლისთვის უკვე მთელ მსოფლიოს ამარაგებდა ამ სასმელით.

აბსენტის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა 1830 წლისთვის, როდესაც საფრანგეთი კოლონიალურ ომებს აწარმოებდა ჩრდილოეთ აფრიკაში. იმ დროს, ფრანგ ჯარისკაცებს ურიგებდნენ აბსენტს გარკვეული რაოდენობით, რაც გამოიყენებოდა მალარიის და დიზინტერიის პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე სასმელი წყალის დეზინფექციისთვის. თუმცა ამ “აღმოჩენის” უარყოფითმა თვისებებმაც მალე იჩინა თავი და მომრავლდა პარანოიდალური შიზოფრენიის შემთხვევები ფრანგ კოლონისტებს და მიგრანტებს შორის.

კოლონისტების აბსენტისადმი სიყვარული მალე ფრანგულ ბურჟუაზიაასაც გადაედო და დაიწყო აბსენტის ოქროს ხანა. 1880 წლისთვის აბსენტი უკვე ფართოდ იყო გავრცელებული და პოპულარობით არ ჩამოუვარდებოდა ღვინოს, მაგრამ ასევე მომრავლდა მის რეგულარულ მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები და სულ მალე იგი ასოცირდებოდა შიზოფრენიასთან და სიკვდილთანაც კი.

მას უწოდეს "ბოთლში გამომწყვდეული სიგიჯე ” (la folie en bouteille). თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ აბსენტის მოხმარება გაზრდილიყო 700.000 ლიტრიდან (1874 წ.) 36.000.000 ლიტრამდე (1910 წ.)

დევნა და აკრძალვები

1905 წელს შვეიცარელმა ფერმერმა და ცნობილმა “აბსენტიე”-მ, ვინმე ჟან ლანფრემ, რომელიც გვარიანად იყო შეზარხოშებული აბსენტით და ასევე სხვა ალკოჰოლური სასმელებით საკუთარი ოჯახის წევრები უმოწყალოდ დახოცა. სწორედ ეს ტრაგიკული შემთხვევა დაედო საფუძვლად მოვლენების მთელ ჯაჭვს, რასაც აბსენტის აკრძალვა მოყვა მთელ მსოფლიოში. აბსენტის წარმოება და მოხმარება აიკრძალა ჯერ 1906 წელს შვეიცარიაში, შემდეგ 1915 წელს საფრანგეთში ეგრეთ წოდებული “ღვინის ლობის” მხარდაჭერით. 1912 წელს ამერიკის სენატმაც აკრძალა ყველა ტუიონის შემცველი სასმელის წარმოება. ასევე 1915 წლისთვის აბსენტი განდევნეს მრავალი ევროპული ქვეყნიდან.

      

    

აბსენტის აღორძინება დაიწყო მე-20 საუკუნის ბოლოს ბრიტანეთში, უფრო ზუსტად კი შოტლანდიაში სადაც ის არასოდეს აუკრძალავთ. მის დაბრუნებას დიდად შეუწყო ხელი ცნობილმა ადამიანებმა, კინოვარკვლავებმა და შოუბიზნესის წარმომადგენლებმა. მალე მოდა ოკეანის გაღმაც აიტაცეს და აბსენტმა ისევ დაიბრუნა ყოფილი პოპულარობა, რასაც მოყვა 2004 წელს მისი ლეგალიზაცია ევროპაში. დღეს აბსენტის მწარმოებლები იძულებულები არიან დაიცვან ევროკავშირის მიერ შემოღებული შეზღუდვები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ტუიონის რაოდენობა აბსენტში არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ ნორმას 10 მგ/კგ, თუმცა ეს ნორმები ხშირად ირღვევა.

© „მარანი“

თემა:


საღოლ რუტიკ :) სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რო ესარი პირველი სტატია აბსენტის შესახებ ქართულენოვან ნეტში, გილოცავ. მაგ ლანფრეს ისტორია მართლა საშინელი რამეა. ერთ წიგნში ისიც მაქვს წაკითხული, ახლა გადავამოწმე, რო აბსენტის გარდა ათასი სხვა რამეც ქონდა ჩაცეცხლილი, თითო ჭიქა პიტნის ნაყენი და კონიაკი, 6 ჭიქა ღვინო სადილზე, სამსახურში წასვლამდე ჭიქა ღვინო და ყავა ბრენდით, შემდეგ სახლში ლიტრი ღვინო, ყავა კონიაკით... (მუშა კიარა ღვინის მაღაზიის მფლობელი გეგონება)


bvrJer davmaWulvar praRaSi absentiT, gazaveba Tu undoda arc vicodi... amis garda kanafis arayic iyideboda....


მაგარი რამეა. სად იყიდება თბილისში კარგი აბსენტი? საღოლ სტატიის ავტორს.


საინტერესო სტატიაა ამ არაჩვეულებრივ სასმელზე. საბედნიეროდ პარიზში არის ადგილი (კაფე La Fée Verte), სადაც ნამდვილი აბსენთის დალევა შეიძლება, და არა ანისის ან იმ საზიზRარი პასტისის, აბსენთის აკრძალვის შემდეგ რომ ჩაუშვეს წარმოებაში.


ძალიან მაგარი სტატიაა BRAVO!!!!!!!!


თუ ვინმემ იცის აბსენტის შემადგენლობა, თუ როგორ უნდა დავამზადოთ, გთხოვთ მომწერეთ ემაილზე )) " G.maniac666@yahoo.com " მადლობა წინასწარ ))


აბსენტში რამდენიმე ძირითადი შემადგენელი მცენარეა, “აბზინდა” (Artemisia absinthium), “მცირე აბზინდა”, ანუ ტარხუნისებრი აბზინდა (Artemisia pontica, იგივე Roman wormwood), “ბარამბო” (melissa, ჩვენში ცნობილია რუსული სახელითაც, лимонная мята) და “უსუპი” (hyssopus). გარდა ამისა აბსენტს ემატება “ანისული” (ესპანური), რომელიც ხვედრითი წილის მიხედვით, უმთავრესი ინგრედიენტია, რადგან მას ყველაზე დიდი რაოდენობით იყენებენ სასმელში (თუმცა მის ხასიათს, რა თქმა უნდა აბზინდა აყალიბებს, დაახლოებით ისე, როგორც ღვინო წინანდლის ხასიათს, მის სიხალასეს 15-20% კახური მწვანე ქმნის და არა რქაწითელი). ასევე გამოიყენება გამომშრალი და კარგად დაფქვილი “დიდი კამა” (Foeniculum vulgare), ესპანური ლერწამი (Calamus rotang) და “ბაღის პიტნა” (Mentha piperita). “ბაღის პიტნა” და “ესპანური ლერწამი” მხოლოდ ზოგიერთ რეცეპტში გამოიყენება და არა ყოველთვის, როგორც “ანისული”, “აბზინდა”, “დიდი კამა”, “ბარამბო” და სხვ.

გამოხდაც გაინტერესებს? :))



დიახ,გამოხდაც, თუ არ შეწუხდებით :)


Nicola, araa advili, magram ar dagavickdeba, tu moaxerxeb :) http://adultglory.blogspot.com/2012/03/lolita-maria-absinthe-xuana.html


sad vishovo kargi absenti truxa ar minda


rogor gamovxado

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული