Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შამპანში მეღვინეებს ძაცვავენ

შამპანურის მწარმოებელი ცნობილი კომპანიის - Jacques Selosse -ს მარნიდან 3500 ბოთლი ღვინო მოიპარეს. ცხადია, ამ დანაკარგმა მეღვინეს დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა. მძარცველები მარანში ღამით შეიპარნენ, მათ არც 112 ევროდ ღირებული უძვირფასესი Substance Blanc de Blanc-ის კეისებში დაფასოებული ღვინოები გამორჩენიათ, რომლებიც და ამერიკასა და იაპონიაში გასაგზავნად იყო გამზადებული. კომპანიის პრესმდივანმა ფლორანს ტიუნევენმა განაცხადა, რომ მძარცველები კარგად იყვნენ ორგანიზებულნი და დეტალურად შემუშავებული გეგმა ჰქონდათ. “ქურდებმა ნაძარცვის გასატანად სატვირთო მანქანა გამოიყენეს, თუმცა როგორ მოხდა ეს, დღემდე ვერ მოვსულვართ გონს,” - განაცხადა პრესმდივანმა. მანვე განმარტა, რომ კომპანიამ 300 ათასი ევროთი იზარალა, თუმცა შეიძლება კიდევ უფრო დიდი ზიანიც მიადგეთ – მოპარულ ბოთლებს კომპანიის ეტიკეტები ერტყა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქურდებს შეუძლიათ Jacques Selosse-ის ფალსიფიცირებული ნაწარმიც გაყიდონ. შატო Jacques Selosse-ს მამული შამპანში 7,5 ჰექტარზეა გადაჭიმული. კომპანია ყოველწლიურად 57 ათას ბოთლ შამპანურს უშვებს. აღსანიშნავია, რომ Jacques Selosse ყურძენს არ ყიდულობს და სასმელს მხოლოდ საკუთარ მამულში დაკრეფილი მტევნებისაგან წურავს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.