Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარდანახის ღვინის ფესტივალი 2022

არდანახის ღვინის ფესტივალი 2022 გაიმართება ხვალ, 8 ოქტომბერს კახეთში, სოფელ კარდანახში, რომელიც ტრადიციული ღვინოებისათვის საუკეთესო ადგილად მოიაზრება. როგორც ღონისძიების გვერდზე ვკითხულობთ, სტუმრებს საშუალება ექნებათ გასინჯოთ და დააჭაშნიკონ ადგილობირივი მწარმოებლების
მიერ წარმოდგენილი ღვინოები. ფესტივალის მიზანი კი კარდანახის ღვინისა და ადგილწარმოშობის ადგილების პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების და უცნობი ღვინოების აღმოჩენაა. ორგანიზატორებისთვის მნიშვნელოვანი უშუალოდ მწარმოებლებთან შეხვედრა და გაცნობაა.

ღონისძიება 8 ოქტომბერს შაბათს დილის 11:00 საათიდან 18:00-მდე გაგრძელდება სასტუმრო "ამპელოში". სტუმრებს საშუალება მიეცემთ მონაწილეობა მიიღონ:

- ყურძნის დაწურვაში

- ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაციაში

- ჩურჩხლის ამოვლებაში

- კახური შოთის გამოცხობაში

- მწვადის შეწვაში

- სხვადასხვა მასტერკლასებსა და აქტივობებში

ღონისძიება გაიმართება ცოცხალი მუსიკის თანხლებით. მასპინძელი და ორგანიზატორია ღვინის კომპანია "კარდანახი 1888". ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობა კი უფასოა!

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული