Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Euromonitor-ის ყველაზე პერსპექტიული ბაზარი

როგორც Euromonitor აღნიშნავს, დღეს ინდუსტრიის მთავარი "ძრავი" განვითარებადი ქვეყნებია. მათი კვლევების შედეგების მიხედვით, ალკოჰოლის მსოფლიო ბაზარი 2010 წელს 1%-ით გაიზარდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 0,3%-ს შეადგენდა.
მარლო კუიპერი (Marlous Kuiper) ევრომონიტორიდან აცხადებს, რომ განვითარებადი ქვეყნების ბაზრებს ყველაზე ნაკლებად შეეხოთ მსოფლიო ფინანსური კრიზისი, და თუ დაზარალდნენ, სწრაფადვე შეძლეს ძალების აღდგენა. ცენტრის მონაცემებით მსოფლიო ლიდერი ალკოჰოლური წარმოების მიხედვით სულ მალე სწორედ წყნარი ოკეანის აზიური რეგიონი გახდება.
ანალიტიკოსთა აზრით კი უახლოეს მომავალში ლათინური ამერიკის ალკოჰოლური სასმელების ბაზარი 3%-ით გაიზრდება. აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ეს მაჩვენებელი 5%-ს მიაღწევს, აზია ბაზარს 6%-ით უზრუნველყოფს. ამას ხელს შეუწყობს ამ რეგიონების მცხოვრებთა კეთილდღეობის ზრდა, საშუალო კლასის გაძლიერება და აზიური, ლათინოამერიკული და აფრიკული ქვეყნების ვესტერნიზაცია.
აზიისგან განსხვავებით ალკოჰოლური სასმელების რუსული ბაზარი ასეთი მაჩვენებლებით თავს ვერ მოიწონებს. ქვეყანაში განსაკუთრებით დაზარალდა ლუდის საცალო გაყიდვები, რომელზეც სააქციზო მოსაკრებელი 2010 წლისათვის 200%-ით გაიზარდა.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული