Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2 ტროფი და 9 ოქრო ქართულ ღვინოს პოლონეთში GALICJA VITIS 2018 -ზე

17-18 მაისს, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, საერთაშორისო ღვინის კონკურსი GALICJA VITIS 2018 ჩატარდა. კონკურსის მთავარი იდეა, ისტორიული მეღვინეობის ტრადიციების განვითარება და ცენტრალური ევროპის ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის კავშირების გამყარებაა. GALICJA VITIS ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით ტარდება. კონკურსის ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი GALICJA VITIS, რომელთანაც 2016 წელს  ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

წელს კონკურსზე  მსოფლიოს 10 ქვეყნის 400-მდე სახეობის ღვინო იყო წარდგენილი.

GALICJA VITIS - 2018-ზე  ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები - 2 ტროფი და 9 ოქროს მედალი მოიპოვა.  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო ქართული ღვინის მწარმოებელი 5 კომპანიის 18 სახეობის ღვინომ. უმაღლესი შეფასება მოიპოვეს შემდეგმა ღვინოებმა:

ტროფი (Grand Gold)

კახური წარჩინებული, წითელი, 2013 წ. – კომპანია „ბადაგონი“

ალავერდი ტრადიციული, წითელი, 2013 წ. – კომპანია „ბადაგონი“

ოქრო (Gold)

საფერავი რეზერვი, 2010 წ. - კომპანია „ბადაგონი“

კახური წარჩინებული, თეთრი, 2014 წ. - კომპანია „ბადაგონი“

საფერავი 2016 წ. - „ვაზიანი კომპანი“

მწვანე 2016 წ. – „ვაზიანი კომპანი“

ქისი 2016 წ. – „ვაზიანი კომპანი“

საფერავი 2017 წ. - კომპანია „ასადელი“

რქაწითელი ქვევრი, 2017 - კომპანია „ასადელი“

წინანდალი 2016 წ. – „წინანდლის ძველი მარანი“

საფერავი 2016 წ. – „წინანდლის ძველი მარანი“

კონკურსის ჟიურიში ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე იყო მიწვეული. როგორც მან აღნიშნა,  კონკურსი GALICJA VITIS პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართულ ღვინის მწარმოებლებს უკვე მეორედ მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ამ პრესტიჟულ კონკურსში. კონკურსზე წარდგენილი 18 ქართული ღვინიდან 11-მა უმაღლესი ჯილდო მოიპოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის პოლონეთში. ეს ქვეყანა ბოლო რამდენიმე წელია დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში და ეს გამარჯვება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით პოლონეთში“ - განაცხადა თამთა ყველაიძემ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2018

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული