Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ხარისხის სისტემის შემუშავება საქართველოში

იაგო ბიტარიშვილი

            საქართველოში მევენახეობა მეღვინეობას უხსოვარი დროიდან მისდევენ. ხშირად გავიგონებთ ფრაზას - ,,საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოა”. მიუხედავად დიდი ტრადიციებისა და მდიდარი წარსულისა, არავისთვისაა საიდუმლო ამ დარგის  დღევანდელი მძიმე მდგომარეობა. განსაკუთრებით მძაფრად ეს ყველაფერი რუსული ემბარგოს შემდეგ გამოჩნდა. ალბათ ძნელია მოიძებნოს ისტორიაში ისეთი მძიმე პერიოდი,  როგორიც დღეს არსებული მდგომარეობაა. დღეს ყველამ, მევენახემაც და  მეღვინემაც ნათლად დაინახა, რომ საჭიროა ახლებური, განსხვავებული მიდგომა. Mმსოფლიო ღვინის ბაზარზე არსებული ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში ერთადერთი გამოსავალი ჩვენი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაა. ხარისხის გაზრდა კი ფართო ცნებაა და არა რაიმე ერთი კომპონენტის (ქარხანაში რაიმე დანადგარის დამონტაჟება) გაუმჯობესება.
საყოველთაოდ აღიარებული და უმარტივესი ჭეშმარიტეებაა, რომ ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება.
იმ ქვეყნებში, რომლებმაც დღეს მსოფლიო ღვინის ბაზარზე წარმატებებს მიაღწიეს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ხარისხის მენეჯმენტის დანერგვა გახლდათ, როგორც ღვინის საწარმოებში, ასევე მევენახობაში.
            GTZ-ის მიერ განხორციელებული პროექტი  ,,ღვინის ხარისხის სისტემის შემუშავება საქართველოში” 2003 წლიდან მუშაობს ხარისხის სისტემის დანერგავზე სქართველოში. პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის შედეგად დღეს საქართველოში უკვე არსებობს ღვინის ლაბორატორია, რომლის ტექნიკური შესაძლებლობა და თანამშრომელთა კვალიფიკაცია აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
ამავე დროს 2007 წლიდან პროექტმა აქტიურად დაიწყო მევენახეებთან მუშაობა, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღვინის მაღალი ხარისხისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის ყურძენი. პროექტი უშუალოდ მუშაობდა როგორც მევენახეებთან, ასევე ღვინის საწარმოებთან. ამ პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბდა 9 ჯგუფი კახეთში, 1 რაჭაში, რომელებთანაც სისტემატიურად მიმდინარეობდა საკონსულტაციო მუშაობა. კონსულტაცია ძირითადად შეეხებოდა შემდეგ საკითხებს:
  • ხარისხის მენეჯმენტი მევენახეობაში;
  • ვენახში ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის ღონისძიებები;
  • ვაზის გასხვლა-ფორმირება;
  • ეკოლოგიური მევენახეობის ძირითადი პრინციპები;
  • მწვანე ოპერაციები;
  • მცენარეთა დაცვა მევენახეობაში;
აღნიშნულ კონსულტაციებში აქტიურად მონაწილეობდა მევენახეობა მეღვინეობის ექსპერტი გერმანიიდან ბ-ნი ბენედიქტ ბლაილე.
 
პროექტის ფარგლებში ა. წ. ივნისის თვეში მოეწყო ქართველ მევენახეთა და მეღვინეთა ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (რაინალდ-ფალცი), სადაც გაეცნენ ადგილობრივი გერმანელი მევენახეების გამოცდილებებს და მათ ურთიერთობებს ღვინის საწარმოებთან. Aმევენახეები გაეცნენ, იმ თანამედროვე და ამავე დროს ეკოლოგიურ მეთოდებს, რომლებსაც ფართოდ გამოიყენებენ დღეს განვითარებულ ქვეყნებში. რაც ყველაზე მეტად მისასალმებელია, ამ მეთოდების გარკვეული ნაწილის გამოყენება უკვე დაიწყეს ქართველმა მევენახეებმა. კერძოდ, ვენახის რიგთაშორისების გამწვანება, მცენარეული ნაყენის გამოყენება ნიადაგის გასანოყიერებლად, და მცენარეთა დაცვის სხვადასხვა მეთოდები.
 
განვითარებულ ქვეყნებში ასეთი ტიპის საკონსულტაციო სამსახურები დღესაც დიდ როლს ასრულებენ მევენახობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში. ასეთ ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც მევენახეს საკონსულტაციო სამსახურიდან სისტემატურად მისდის ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის მეშვეობით, სადაც არის ამომწურავი ინფორმაცია დაწყებული ამინდის პროგნოზით, დამთავრებული იმ პერიოდისთვის მევენახობაში ჩასატარებელი აუცილებელი სამუშაოების შესახებ კონსულტციით.
დღეს ყველა მევენახისათვის საქართველოში, საკმაოდ მტკივნეულად დგას საკითხი საქართველოს ბაზარზე არსებულ შხამქიმიკატების ხარისხთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს ასეთი ტიპის საკონსულტაციო სამსახურის აუცილებლობას. აუცილებელია არსებობდეს დამოუკიდებელი საკონსულტაციო სამსახური რომლის ინტერესშიც არ არის ამა თუ იმ პრეპარატის გაყიდვა. პროექტის ფარგლებში, გერმანელი ექსპერტის, ბ-ნ ბენედიქტ ბლაილეს დახმარებით მევენახეებს მიეწოდათ დღეს საქართველოს ბაზარზე არსებული შხამქიმიკატებიდან პოზიტიური და რეკომენდირებული პრეპარატების სია.
აღნიშნული მუშაობის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, რომ  მევენახეთა სამმა ჯგუფმა გააფორმა ღვინის საწარმოსთან შეთანხმება, რაც ითვალისწინებდა მევენახის მხრიდან მაღალი ხარისხის ყურძნის მიღებას და ქარხნის მიერ ამ ყურძნის შესყიდვას.
მევენახეებთან მუშაობის შედეგად გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებიც უფრო აქტუალურია დღევანდელი მევენახისათვის.
კერძოდ:
 
 
მევენახეობაში ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების გზები
 
        ვენახში ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება არ ნიშნავს მხოლოდ საკვები ნივთიერებების, როგორიცაა ფოსფორი, კალიუმი და აზოტი, მინერალური სასუქის სახით პირდაპირ შეყვანას. არსებობს სხვა მეთოდებიც, ისეთები რომლის დროსაც ნიადაგში უკეთესად ხდება ნივთიერებათა ცვლა, მცენარეთა ორგანიზმების შექმნა, რითაც ნიადაგი თვითონ შეიქმნის თავისთვის სასარგებლო გარემოს.
ასეთი მეთოდებია:
*   მულჩირება;
*   სიდერაცია;
*   მწკრივთაშორისებში ბალახნარევისა და პარკოსნების შეთესვა;
*   ორგანული სასუქების გამოყენება და სხვ.
 
მულჩირება
 
   ნიადაგის ზედაპირის მულჩირება წარმოადგენს აგროტექნიკურ ღინისძიებას, რომლის დროსაც ნიადაგი მცენარის გარშემო 5-10სმ სისქით იფარება სხვადასხვა მასალით.
*  მულჩირება ამცირებს ნიადაგიდან ტენის ჭარბ აორთქლებას;
*  ნიადაგს იცავს ჩარეცხვისაგან, ხელს უწყობს ნიადაგის სტუქტურის გაუმჯობესებას;
*  მულჩი იცავს ნიადაგს ქარისა და მზის სხივების ზემოქმედებისაგან, ხელს უშლის ნიადაგის ქერქის წარმოქმნას; 
*  არეგულირებს ნიადაგის სითბურ რეჭიმს, ნიადაგში აძლიერებს სასარგებლო ბიოქიმიურ პროცესებს;
*  ითრგუნება სარეველების განვითარება;
*  მულჩი ხელს უწყობს მიკროორგანიზმების გამრავლებას, ისინიგადაამუშავებენ ორგანულ მულჩს და ამდიდრებენ ნიადაგს, რის შედეგადაც უკეთესდება მცენარის კვება და მცენარე ძლიერდება;
*  მულჩირებისთვის გამოიყენება ორგანული მასალები: ნაკელი, ტორფი კომპოსტი, ნამჯა, ბალახი, ფოთოლი, ჭაჭა, ნახერხი და სხვ.
 
ვენახის რიგთაშორისებში პარკოსნების გამოთესვა, სიდერაცია
 
     ვენახში რიგთაშორისებში პარკოსნებისა და ბალახნარევის გამოთესვა ეკოლოგიური მევენახეობის მნიშვნელოვან ნიშას წარმოადგენს, მას გადამწყვეტი როლი ენიჭება მოსავლიანობის გაზრდის, დაავადებული და დაზიანებული ნიადაგის აღდგენა-გაჯანსაღების საკითხში.
 
*  პარკოსნების ფესვთა სისტემა ნიადაგს დიდი რაოდენობით ბიოლოგიური აზოტით ამდიდრებს
*  პარკოსნების მძლავრი ფესვთა სისტემა საიმედოდ იცავს ნიადაგს წყლისა და ქარის ეროზიისაგან;
*  ბალახნარევის მწკრივთაშორისებში თესვას თან ახლავს ნიადაგის ბიომასით გამდიდრება (სიდერაცია) ან მეცხოველეობისათვის საკვები ბაზის შექმნა;
*  ყვავილოვან მცენარეები ხელს უწყობს ვენახში სასარგებლო მწერების გამრავლებას;
 
ვენახში პარკოსნების გამოთესვა მიზანშეწონილად არის მიჩნეული შემდეგი მარტივი სქემის მიხედვით: ერთ რიგში სოიო, მეორე რიგში - ანეულის დატოვება მესამეში - იონჯა ან სამყარა. ამ სქემაში ანეულის რიგი იქნება შემასხურებელი აგრეგატის გადასაადგილებელი. მომდევნო წლებში ისისნი მონაცვლეობის პრინციპით გამოითესებიან.
 
 
ორგანული განოყიერება
 
        ორგანულ განოყიერებაში იგულისხმება ნაკელით, კომპოსტით და მცენარეული ნაყენებით (ჭინჭრის ნაყენი) განოყიერება.
ნაკელი ერთ-ერთი საუკეთესო ორგანული სასუქია, მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია მის ხარისხზე, ხარისხი კი დამოკიდებულია ნაკელის შენახვის ავკარგიანობაზე.
 
დაავაადებები მევენახეობაში
 
ჭრაქი
        გ ა ვ რ ც ე ლე ბ ა: ჭარბი ტენი, წვიმები, 13-25 0C.
დ ა ზ ი ა ნ ე ბ ა: აზიანებს ფოთლებს, ყვავილედს და მტევნის ნაწილებს. ფოთლის ზედაპირზე მოყვითალო-მომწვანო ლაქის წარმოქმნა, დაავადების პირველი ნიშანია. ლაქა ფოთლის ქვედა მხრიდან იფარება თეთრი ფიფქით, რომელიც შემდეგ მუქდება და ხმება. ისრიმობის დროს დაავადებულ მარცვალს ყუნწის მიმაგრების ადგილას უჩნდება ნაცრისფერი ლაქა.
 
        ბ რ ძ ო ლ ა: ჭრაქის წინააღმდეგ პირველი წამლობა ტარდება ყლორტზე 4-5 ფოთლის განვითარების სტადიაში. იმ შემთხვევაში თუ წამლობა ხდება მხოლოდ კონტაქტური პრეპარატებით (ეკოლოგიური მევენახეობა) წამლობის შუალედი არუნდა აღემატებოდეს 7-10 დღეს ამინდების გათვალისწინებით.
        განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყვავილობის წინა და ყვავილობის შემდგომი წამლობების ჩატარება რადგან ამ პერიოდში ჭრაქის გავრცელების ალბათობა დიდია.      
       ჭრაქის წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ ეფექტურია, როდესაც წამლობა ტარდება მორიგეობით სხვადასხვა პრეპარატებით.
 
ნაცარი
 
         ნაცარი აავადებს ვაზის ფოთლებს, ყლორტებსა და მტევანს. დაავადებული ნაწილები იფარება ნაცრისფერი ფიფქით. ძლიერად დაავადებული ფოთოლი აღარ ვითარდება, ადვილად მტვრევადი ხდება და ცვივა. ყურძნის მარცვალი ნაცრით ავადდება გამონასკვიდან შეთვალებამდე. დაავადებული მარცვლის კანი სქელდება, უხეშდება და სკდება. ნაცრის გამომწვევი სოკო მიცელიუმის სახით ზამთრობს ვაზის კვირტზე და რქაზე.
            გარდა იმისა რომ ნაცრის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება გოგირდი და სხვა ნაცრის საწინააღმდეგო პრეპარატები, აღსანიშნავია ამ დაავადების წინააღმდეგ სოდის (N2CO3) გამოყენება, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ ევროპის ეკოლოგიურ მეურნეობაში.
 
მავნებლები მევენახეობაში
ვაზის ჭია
 
         ვაზის ჭია - ზამთრობს ჭუპრის ფაზაში შტამბზე ვაზის ქერქის ქვეშ. იგი წელიწადში სამ თაობას იძლევა. პირველი თაობის მატლი ყვავილედს აზიანებს, მეორე და მესამე თაობისა კი ყურძნის მარცვალს. მატლი მარცვალზე ღრმულებს
         ბ რ ძ ო ლ ა: ეკოლოგიურ მევენახეობაში ნაცრის წინააღმდეგ გამოიყენება გოგირდი. გოგირდის 4-5 ჯერადი შესხურება. პირველი 2 წამლობა ტარდება ყვავილობამდე, მესამა ყვავილობის შემდეგ, მეოთხე გამოხორბვლისას. დამატებით წამლობა დამოკიდებულია გარემო პირობებზე.
აჩენს და შიგ ძვრება, მესამე თაობის მატლი სიმწიფეში შესულ მარცვალს აზიანებს. ამ პერიოდში დაზიანებულ მარცვალზე ინტენსიურად ვითარდება სიდამპლის გამომწვევი მიკრო ორგანიზმები. ყურძნის ჭია უფრო მეტად ეტანება დაბურულ ვაზს და გაურბის მზით განათებულ მტევანს. ვაზის ვეგეტაციის დაწყების შემდეგ მოზამთრე ჭუპრიდან გამოდის პეპელა. პეპლების გამოფრენა, კვერცხდება და მატლების გამოჩეკა გაჭიანურებულია. ამიტომ ყურძნის ჭიის წინაღმდეგ ბრძოლა შედარებით რთულია და კომპლექსური ღნისძიებეის გატარებას მოითხოვს.
        ბ რ ძ ო ლ ა – აგროტექნიკური და ფიზიკო მექანიკური ღონისძიებებიდან საჭიროა შტამბზე ზედმეტი ამონაყარის შეცლა, ყლორტების აკვრა, სარეველებთან ბრძოლა, მტევნის ზონაში ფოთლების შეთხელება და ანასხლავის გატანა ვენახიდან. შაკმაოდ ეფექტურია ფერომონიანი დამჭერების განთავსება ვენახში.
 

      ქ ი მ ი უ რ ი    ბ რ ძ ო ლ ა – ტარდება 2-3 ჯერადი შესხურებით მატლების მასიური გამოჩეკვის პერიოდში.
 
     ვაზის ფქვილისებური ცრუფარიანა – ზამთრობს შტამბზე . წუწვნით აზიანებს ფოთოლს, ყლორტსა და მტევანს. დზიანების შედეგად ფოტლები ყვითლდება, ჭკნება და ცვივა, რქა მოუმწიფებელი რჩება და ყინვისგან ადვილად ზიანდება. ცრუფარიანას ტკბილ გამონაყოფზე სახლდება სიშავის გამომწვევი სოკო და ვაზი ჭვარტლისებური მურით იფარება. გაშავებული მტევანი კარგავს სასაქონლო და სამეურნეო ღირებულებას. მავნებელი წელიწადში 3-4 თაობას იძლევა.
 
ბ ი ო ლ ო გ ი უ რ ი    ბ რ ძ ო ლ ა მავნებლებთან–  ბიოინსექტიციდებით შესხურება;  შემოდგომით შტამბის გასუფთავება ამსკდარი ქერქისაგან;  სასარგებლო მწერებისთვის ხელის შეწყობა. მცენარეთა დაცვა მევენახეობაში.
 
ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებათა მთავარი მიზანი არის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღება, რომელიც კარგად გაიყიდება დღეს არსებულ მაღალი კონკურენციის საერთაშორისო ბაზარზე, რაც თავის მხრივ ამ დარგის განვითარების საფუძველი გახდება. ეს კი   მევენახისთვის და ღვინის საწარმოსთვის დამატებითი შემოსავლის მიღებას ნიშნავს.

 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული