Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Eristoff-ის დაბრუნება რუსეთში

კომპანია Bacardi რუსულ ბაზარზე ახალ პროდუქტს წარმოადგენს – ქართული ძირების მქონე ლეგენდარულ არაყს Eristoff. ამ არყის ისტორია თავის დროზე სწორედ რუსეთის იმპერიაში დაიწყო. სანკტ-პეტერბურგში 1896 წელს თავადმა ნიკოლაი ალექსანდრეს ძე ერისტოვმა არაყის ორიგინალური რეცეპტი შექმნა. მისმა შთამომავალმა რეცეპტი საფრანგეთში გაიტანა და დღეს Eristoff საფრანგეთის სამხრეთ–დასავლეთით, მდინარე რონის სანაპიროზე იწარმოება. International Spirit Challenge-ის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლით დაჯილდოვებული პრემიალური ხარისხი და უნიკალური გემო ნახშირბადის ფილტრაციით, სამსაფეხუროვანი დისტილაციითა და უნიკალური საოჯახო რეცეპტით მიიღწევა. სპირტის წარმოებაში გამოყენებულია ჭვავი, ხორბალი, ასევე E ვიტამინით მდიდარი ხორბლის ღივები. უნიკალური მარცვლეულის ნაზავი და არტეზიული წყალი საკუთარი ჭაბურღილიდან იძლევა ისეთ ნაზ არაყს, როგორიც ერისტოვია. გარეგნული დელიკატურობა მხოლოდ ნიღბავს ამ სასმელის ნამდვილ ხასიათს, ისევე როგორც მგლის მსუბუქი ტყავის ქვეშ დაფარული ფოლადის კუნთები. სწორედ ეს არსება, ოდესღაც ერისტოვების საგვარეულო გერბზე გამოსახული, გახდა ბრენდის იმიჯი, როგორც დამოუკიდებლობის, ძალისა და შინაგანი თავისუფლების სიმბოლო. Eristoff –ის ქსელში გაშვებამდე კომპანიამ Bacardi წარმატებით ჩაატარა სარეკლამო კამპანია და ინტერნეტ-საზოგადოებას ვიდეო-რგოლების სერია შესთავაზა, სადაც რუსეთის ქალაქებში მგლების გამოჩენაა დენმონსტრირებული. ინტრიგა 23 ოქტომბერს გაიხსნა, როდესაც მოსკოვის საუკეთესო კლუბებსა და ბარებში გაიმართა საღამო Wolves Night (მგლების ღამე), რითაც რუსეთში ერისტოვის დაბრუნება აღინიშნა. სპეციალურად ამ შემთხვევისათვის მოსკოვს როკ-სცენის მსოფლიო ლეგენდები ეწვიენ, ტომი ლი (Mötley Crüe) და როჯერ ტეილორი (Duran Duran). დღეს Eristoff არაყის ტოპ ბრენდების ათეულში შედის და უზარმაზარი წარმატებით სარგებლობს ახალგაზრდა ევროპელთა შორის. ის №1-ია საფრანგეთში, ავსტრიასა და პორტუგალიაში, №2 - ესპანეთსა და ბელგიაში.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული