ღვინის ფოტოგრაფიის, Errazuriz-ის კონკურსი ყოველწლიურად იმართება, გასულ წელს კონკურსის გამარჯვებული ფრანგი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, ტიერი გოდილიერი გახდა, რომელმაც წლის ფოტოგრაფიის ტიტული მოიპოვა.
ფოტო, რომლის წყალობითაც ფრანგმა ფოტოგრაფმა გამარჯვება დაიმსახურა, ბურგუნდიაში, ვოლნეიში ოსტატურად გადაღებული კადრია, რომელიც პინო ნუარის რთველის პროცესს ასახავს.
ფოტოზე აღბეჭდილი შუქ-ჩრდილები და მზე, რომელიც გზაზე გამოფენილი მევენახეების ჩრდილებს ანათებს განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კონკურსის ჟიურის წევრებისთვის.
ფრანგმა ფოტოგრაფმა ეს მნიშვნელოვანი პრიზი მეორედ მოიპოვა. 2024 წლის გამარჯვებულები გამოცხადდა ცნობილი შეფ-მზარეულის და წამყვანის, ენდი ოლივერის მიერ, ლონდონში, Mall Galleries-ში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 4 ივნისს შედგა.
აღსანიშნავია, რომ გოდილიერმა პირველი ადგილი მოიპოვა „ადგილების“ კატეგორიაში, თუმცა ყველა კატეგორიის გათვალისწინებით, ის საერთო გამარჯვებულადაც დასახელდა.
„წარმოდგენილი ფოტოები უმაღლესი ხარისხის იყო. განსაკუთრებით მომეწონა, როგორ გადმოსცემენ სამივე კატეგორიის გამარჯვებულები რთველის მოლოდინს, სიხარულსა და მეღვინეობის ულამაზეს ფერად სამყაროს,“ — განაცხადა ღვინის მწერალმა და ჟიურის წევრმა ჯოანა საიმონმა Errazuriz-ის ღვინის ფოტოგრაფის კონკურსის შეფასებისას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი