გამოქვეყნებულია: 17 ივნისი, 2025 - 22:15
21 ივნისს 12:00-დან 19:00 საათამდე „ღვინის კლუბი“ ცქრიალა ღვინის მესამე ფესტივალზე გიწვევთ. ფესტივალის სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი.
ტრადიციულად, ცქრიალა ღვინის ფესტივალი მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“ გაიმართება.
მთაწმინდაზე დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, სადაც მეღვინეები თავიანთ გამოცდილებას გაგიზიარებენ. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო.
ცქრიალა ღვინის ფესტივალი 2025-ის მონაწილე მარნებისა და კომპანიების ჩამონათვალი ასეთია:
1. აგიდელა
2. არჩილ გუნიავას მარანი
3. ბაგრატიონი 1882
4. ბაიას ღვინო
5. ბაწაშვილის მარანი
6. თამაზ ბასილაძის მარანი
7. იასეს მარანი
8. იორა - მარანი და დისტილერია
9. კოლაგის (Kolagis)
10. კრიკინა/Krikina
11. ლაგვანი
12. მარანი ლოკოკინა
13. მაჯესტა
14. მეღვინეობა ნაგუთნები
15. მეღვინეობა რერო
16. მშვენიერაძეების მარანი
17. ნადელები
18. ნიკიფორე
19. რთველისი
20. სატრფო
21. საწნახელი
22. სიმონეთის ღვინის მარანი
23. უნარი - მეტრეველი-ახალაურის მარანი
24. უფლისციხის მამული
25. ქართული ქვევრი
26. ღვინო მოსულა
27. შუმი
28. ჯემ/GEM
29. Lechkhumi Seafloor Vineyards
30. Mtsvane Estate
31. Papa’s vineyard
32. Tiflis Wine Cellar
სხვა კომპანიები:
33. ვასსერშტრასსე
34. ტაბლა ნოვა
35. ღვინის კლუბი
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი